ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ყოჩაღ თორნიკე!

30-08-2017, 00:00

სიმართლისათვის ბრძოლის გზაზე კი მრავალი სიძნელე გელის. ყველა ცდილობს შავზე თეთრი გათქმევინოს, თეთრზე კიდევ შავი. ასე რომ ასე არ მოხდეს, ბრძოლაა საჭირო, ბრძოლა გონებით, ენით, კალმით და არაა გამორიცხული მუშტით, თუ გაბედული პიროვნება ხართ, არაფრის შეგეშინდებათ და არც უნდა დაიხიოთ უკან, რადგან შენს მხარეზე სიმართლეა და ამ სიმართლეზე უძრავი ქვაც რომ იდოს, მაინც გამოძვრება და მზის სინათლეს ნახავს.საქართველოს ისტორიაზე, ქართველ მწერლების ნაწარმოებებზე გაზრდილი ახალგაზრდა ვერასდროს შეეგუება გარედან თავს მოხვეულ სიბინძურეებს, ვერასდროს შეეგუება უწიგნური, გაუნათლებელი ადამიანების შეგონებებს.ასეთი პიროვნება თქვენ მეგულებით, ჩემო თორნიკე. ვხედავ, როგორ გიყვართ თქვენი ახალგაზრდა მეუღლე, პატარა, რომელიც ხელში გყავთ და შვილი, რომელსაც ელოდებით. მე მწამს და მჯერა, ვისაც უყვარს ოჯახი, ცოლ-შვილი, ის ყველაფერს გააკეთებს თავისი ხალხისათვის, მისი და სხვისი შვილების ბედნიერებისათვის, რათა ბოლოს და ბოლოს სიმართლემ სიყვარულმა და ბედნიერებამ დაისადგუროს ჩვენს ოჯახებში. ამისათვის კი ისევ და ისევ ბრძოლაა საჭირო და მე დიდ წარმატებებს გისურვებთ, ჩემი შვილიშვილის სეხნია კაცო, ჩემო თორნიკე!პატივისცემით დიმიტრი ბერიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა