ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სიცოცხლის აზრი _ აღზარდო და აღუზარდო ქვეყანას შვილი, რომელიც ჩადგება ხალხის და ქვეყნის სამსახურში

16-06-2025, 13:39

  ჩვენი პატარა მუნიციპალიტეტი თავისი ისტორიით, ტრადიციებით, აწმყოთი და წარსულით, სახელოვანი ადამიანების აღზრდით, გამორჩეულია. ბევრი პროფესორი, აკადემიკოსი, მეცნიერ მუშაკი აღზრდილა ჩვენს მუნიციპალიტეტში. სხვა რომ არ ითქვას, ორი პრეზიდენტის მშობლიური კუთხე არის ლანჩხუთი.
  ოჯახი, რომლის შესახებაც მკითხველს მინდა ვესაუბრო არის სიკეთის და სიყვარულის საუნჯე ყველა ლანჩხუთელისთვის. ეს გახლავთ ბატონი გურამ თვალავაძის ოჯახი.   მახსოვს წლების წინ ჩემს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ იმ პერიოდში ლანჩხუთისათვის თავდადებული და საპატიო პიროვნებები: ბიძინა მოისწრაფე- შვილი, გოდერძი ებრალიძე, ჟორა წილოსანი, თეიმურაზ გოგუნავა, რევაზ ებრალიძე, მადლენა ცინცაძე, ოთარ ცინცაძე, ბორის გვარჯალაძე, გურამ თვალავაძე და სხვები, რომლებმაც ლანჩხუთის ისტორია შექმნეს. ასევე კარგად  მახსოვს ბატონი გურამ თვალავაძის აქტიურობა, რომელიც ოდითგანვე გვერდში ედგა და ეხმარებოდა შეჭირებაში მყოფ ადამიანებს. ისინი ბევრნი არიან  და დღესაც იხსენებენ ბატონი გურამის ღვაწლსა და ამაგს. ბატონ გურამს ჰყავს ქართული მადლის ღირსეულად მატარებელი მეუღლე, ქალბატონი ლამარა. მისაბაძი ადამიანი,  რომელიც ოჯახის დედაბოძია, მორწმუნე მართლმადიდებელი, ყველა საეკლესიო დღესასწაულზე ეკლესიის მრევლი და მომლოცველია. ბატონი გურამის შვილი, გია თვალავაძე _ ღირსეული პიროვნება,  მოქალაქე; ლანჩხუთელებისთვის საპატიო პიროვნება და არა მარტო ლანჩხუთელებისთვის. ბატონ გიას რესპუბლიკის მასშტაბით იცნობენ და პატივს სცემენ. დიდი ბედნიერება და სიხარულია, როცა შვილის მიერ გაწეული სიკეთისა და დახმარებისთვის მშობელს მადლობას უხდიან. ასეთი მადლობები მრავლად აქვს მიღებული გურამ თვალაძის ოჯახს. სწორედ ამაშია სიცოცხლის აზრი _ აღზარდო და აღუზარდო ქვეყანას შვილი, რომელიც ჩადგება ხალხის და ქვეყნის სამსახურში.  ხე ფესვებით იზომება. საძირკველი შვილის აღზრდის მშობლები და ოჯახია, სხვანაირად არც შეიძლებოდა. გურამ და ლამარა თვალავაძეების ფესვებზე და ოჯახის საძირკველზე არ აღზრდილიყო ღირსეული პიროვნება. 
 ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ნებით თუ უნებლიეთ. სამართალი ურმით დადის. ჭეშმარიტება არ შეიძლება იყოს ორი, სამართალი ყოველთვის ზეიმობს.
ბატონი გურამ თვალავაძის ოჯახს მინდა ვუსურვო კიდევ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ. 
 ხართ ღვაწმოსილი, ღირსეული ოჯახი, მუდამ გეხაროთ! თქვენი სიხარული ყველა ჩვენგანის სიხარულია, წარმატებები თქვენ და მადლობა, რომ არსებობთ ალამაზებთ ჩვენს ქალაქს!    
                                                                                              გოჩა ცინცაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 480
FACEBOOK კომენტარები