უკვე რამდენომე წელია ლანჩხუთს დაუბრუნდა გოგიჩაიშვილების არაჩვეულებრივი ოჯახი, ქალბატონი ელეონორა და ბატონი კოტე, რომლებიც გამოირჩევიან საუკეთესო ურთიერთობით, კულტურით, თავაზიანობით, როგორც სახლში, ასევე სამეზობლოში.აი, ასეთი ოჯახი შეეფერება ჩენს ქალაქს და მთელს საქართველოს, როგორც თავისი საქმიანობით, ასევე ურთიერთობით საზოგადოებასთან. ეს გახლავთ მათემატიკოსების ინტელიგენტური ოჯახი. ჰყავთ ერთი შვილი, ილია, მედიცინის მუშაკი, ექიმი, რომელიც მსახურობდა ამერიკაში. ჰყავთ ორი შვილიშვილი, ვაჟკაცები, ერთი მამის პროფესიის, ამერიკაში საქმიანობს და მეორე კი თბილისში ცხოვრობს.ვუსურვოთ ამ კარგ ოჯახს ჯანმრთელობა, ბედნიერება, დიდხანს სიცოცხლე ილიასთან, შვილიშვილებთან და ახლობლებთან ერთად.
ასეთი ოჯახები გვიმრავლოს უფალმა ამ ქვეყანაში!
მარინა კობალავა
ჩვენი კარგი თანამემამულენი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 140