ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ამაგდარი

ამაგდარი
19-10-2016, 00:00

მაგრამ უპრეტენზიოდ, შეუმჩნევლად. ასეთები ხშირად, როგორც ბატონი ნიკო ლორთქიფანიძე ბრძანებდა, უძეგლოდ იკარგებიან. ამ შემთხვევაში კი სხვა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. პედაგოგი, რომელიც 50 წლის მანძილზე მუხლჩაუხრელად, მთელი სინდისიერებითა და ძალისხმევით უძღვება მათემატიკის სწავლებას, თავისდაუნებურად იდგამს ხოლმე უკვდავების ძეგლს. სწორედ ასეთია ჩვენი რაიონის ერთ-ერთი ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი ვენერა ხუხუნაიშვილი. იგი მთელი ამ ხნის მანძილზე ასწავლის მათემატიკურ მეცნიერებას ნიგოითის საჯარო სკოლაში... რამდენი ინჟინერი გაუზრდია, რამდენი ექიმი თუ პედაგოგი, აგრონომი თუ ხელოვნების მუშაკი... როცა თავის წარსულს იხსენებს, ეამაყება, რომ ამქვეყნად ტყუილად არ უცხოვრია, რომ თავისი საქმისთვის წამითაც არ უღალატნია... და ეს გმირობაა, უკვდავებაა. იგი 1941 წლის 28 სექტემბერს, გაგანია ომის დროს მოევლინა ოჯახს, როგორც მე-10 შვილი, მე-10 სიხარული. ამბობენ მრავალშვილიან ოჯახებში ნაბოლარა ყველაზე გამორჩეული და ნიჭიერი იბადებაო. მსოფლიოში მრავალი დიდი ადამიანი ყოფილა ასეთი ნაბოლარა და ალბათ, მართლაც ასეა. ომმა შიმშილი, გაჭირვება და სიცივე იცის. არც ერთ არ დაჰკლებია მრავალშვილიან ოჯახს, მაგრამ ყველანი საკირეში გამოიწვნენ და პატიოსანი შრომით სინდისიც გადაარჩინეს, სულიც და სხეულიც. ვენერამ ვერცხლის მედალზე დაამთავრა ნიგოითის საშუალო სკოლა, ხოლო წარჩინებით _ ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. მატერიალურად უჭირდა ოჯახს, მაგრამ ნიჭიერ გოგონას მაინც მხარში დაუდგა ოჯახი და უმაღლესი სასწავლებელი მაინც დაამთავრა. 1966 წლიდან დღემდე ნიგოითის საჯარო სკოლის მასწავლებელია. მისი მოღვაწეობის ხუთ ათწლეულში არ ყოფილა შემთხვევა თავისი საყვარელი საქმიანობის მიმართ გულგრილი და უპასუხისმგებლო ყოფილიყო. მისი მთავარი მახასაიათებელია გულისხმიერება, სამართლიანობა და პრინციპულობა, რასაც არასდროს ღალატობს. თბილი ოჯახური გარემო აკრავს: მეუღლე, პროფესიით აგრონომი, ბატონი ვაჟა კალანდარიშვილი; შვილი, ყველასათვის ნაცნობი ტარიელ კალანდარიშვილი, რძალი ნესტან ქვაჩაკიძე და სამი სიხარული, შვილიშვილები: სოფიო, გიორგი და ნატალი. ხშირად უთქვამს ქალბატონ ვენერას: `რომ არა ჩემი ოჯახი, მე წარმატებული ვერ ვიქნებოდიო~. ამ ნათქვამში ჭეშმარიტებაა, მაგრამ მაინც, ამ გარემოს შემქმნელი თავად არის თავისი ქალობით, ოჯახის სიყვარულითა და პატივისცემით. ამას წინათ ვენერა მასწავლებელი 75 წლის გახდა. ტარიელმა დაუფასა დედას და სიურპრიზი მოუწყო _ ოჯახში მოიწვია დედის ახლობლები, კოლეგები, მოსწავლეები და აღუნიშნა დაბადებიდან 75 და პედაგოგიური მოღვაწეობიდან 50 წლისთავი. მართლაც საოცარი დღე იყო ის დღე. იუბილარი მასწავლებელი თუ სტუმრები, ოჯახის წევრები თუ მეგობრები ზღვა ემოციებს ვერ ფარავდნენ. სიხარულის ცრემლი და სასიამოვნო განცდა ავსებდა ყველას. ამაგდარი, თმაშევერცხლილი პედაგოგი, განვლილი წლებით დამძიმებული, მაინც მსუბუქად გრძნობდა თავს და ამაყად მდგარი კიდევ უფრო ალამაზებდა ამ სიხარულს. გელა გეგუჩაძე, ყოფილი მოსწავლე ფოტოზე: ქალბატონი ვენერა შვილთან ტარიელთან ერთად

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა