ბატონი ლევან ჩხაიძე დაიბადა 1961 წლის 30 სექტემბერს. სწავლობდა ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლაში. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, დაამთავრა ტექნიკუმი – მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის განხრით. ჰყავს მეუღლე ნანა ჩხაიძე (პედაგოგი) და ოთხი შვილი, სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. გაგიჩნდებათ კითხვა, რითია ამ ადამიანის ცხოვრება საინტერესო და გამორჩეული? ზოგადად ბევრი ადამიანის ყოფაქცევა, ცხოვრება და თუნდაც პოლიტიკური შეხედულებები განსაზღვრულ წესებს ექვემდებარება.ბატონ ლევანს 1988წელს ლანჩხუთის რაიონში ჰქონდა გახსნილი კოოპერატივი ,, ნადური", რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობდა იმ ხანებში და მასში წარმოებული პროდუქციით მარაგდებოდა საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის ,,გურია". ასევე ცოტა მოგვიანებვით აგრომშენებლობის კუთხით მან შეიძინა ნაკვეთი, ჰყავდა ტრაქტორი და ამ საქმიანობაში იყო სრულად ჩართული.2012 წელს, ის მთელი ოჯახით ჩართული იყო კოალიცია ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერ საქმიანობაში. გამარჯვების შემდეგ ის წელიწადნახევარი იყო უმუშევარი და არასოდეს გამოუხატავს პროტესტი ამის გამო. პირიქით, მან საუბარში მკაფიოდ აღნიშნა, რომ ის, როგორც რიგითი ქართველი ჯარისკაცი ვალდებული იყო თავისი წვლილი შეეტანა სახელმწიფოსა და ქვეყნის განვითარების საქმეში. ამბობს, რომ საკუთარ თავზე საუბარი რთულია, მაგრამ არ რცხვენია არაფრის, მუდმივი ამ ქვეყნად არაფერია და მითუმეტეს არ ღირს ბრძოლა სკამისა თუ თანამდებობის შესანარჩუნებლად.მუდამ ცდილობს მასთან შემოსული თითოეული მოქალაქის პრობლემის შეძლებისდაგვარად მოგვარებას. უხარია, რომ ლანჩხუთის რაიონში კეთდება საშვილიშვილო პროექტი, რასაც ავტობანი ჰქვია. ჩინური კომპანიის შემოსვლის დღიდან ქართველი მუშების გვერდით იდგა. იქ ისეთი გაუსაძლისი პირობები იყო, სამი დღის მანძილზე მათთან ერთად ათევდა ღამეს და სახლიდანაც მიჰქონდა შეშა, რათა ხალხი არ გაყინულიყო. ბატონმა ლევანმა აღნიშნა, რომ თავისი ბუნებიდან გამომდინარე მას არ შეუძლია, გულგრილად უყუროს ადამიანთა ჩაგვრას. მიუხედავად, საჯარო მოხელეობისა, ის ყოველთვის გამოირჩოდა ჯანსაღი კრიტიკით.ამბობს, რომ არის უამრავი პრობლემა, რომელსაც მიხედვა უნდა, ხოლო ის და მისი კოლექტივი მზადაა გამოწვევებისთვის. ,,მინდა ვთქვა, რომ არათუ დრონი... არათუ მეფენი...არამედ ღმერთი მეფობს მარად!!!“ -ასე დაასრულა ბატონმა ლევანმა ჩვენთან საუბარი.მაკა ბერაიაíåò
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0