მიხეილ ვიქტორის ძე ქანთარია სოფელ აკეთში დაიბადა და გაიზარდა,სკოლაც აქვე დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა თბილისის პოლიგრაფიულ სასწავლებელში გააგრძელა, დაამთავრა და როგორც დეფიციტური დარგის სპეციალისტი თიანეთში გაანაწილეთ სამუშაოდ, იქ მხოლოდ ორი წელი დაჰყო და მშობლების თხოვნით სოფელში დაბრუნდა,მალე სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს,ამასობაში ომიც დაიწყო და ისიც, როგორც ბევრი სხვა ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა, არაერთ ბრძოლაში გამოიჩინა მამაცობა და თავგანწირვა, ხასანის ტბასთან გაჩაღებულ მძიმე ბრძოლაში კი დაიჭრა,ჭრილობამ ბრძოლის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა და აკეთში დაბრუნდა.მოგვიანებით სამხედრო საქმის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი სხვადასხვა თანამდებობებზე იყო. ასევე მუშაობდა ლანჩხუთის პურისმიმღები საწარმოს დირექტორად, ჩოლობარგის კოლმეურნეობის თავ.რედ, სტამბის დირექტორად, სპორტ საზოგადოება,,კოლმეურნის, ,თავ.რედ, სტადიონის დირექტორად, ძველი სტადიონის მშენებლობა სწორედ მის დროს დაიწყო და დასრულდა, იყო ომის ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის რწმუნებული, სახანძრო საზოგადოების რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
მთელი მისი ცხოვრება ნიმუშია მუყაითობის, პატიოსნების, თავდადების, სამშობლოს დამცველის, საზოგადოების ერთგული სამსახურის.
მარინა ჩხაიძე
მიხეილ ქანთარია ლანჩხუთის ღვაწლმოსილი მოამაგე
განყოფილება: ---
გადასვლები: 905