ჯარისკაცული სული და ვაჟკაცური ბუნება ოჯახიდან მოსდევს, მისი მამა და ბიძა, ალიკო და ბიძინა კუკულაძეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ.
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში, ქართველი მშვიდობის მყოფელების მესამე ბატალიონი დაბრუნდა. ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიიდან“დაბრუნებულთა შორისაა, ჩიბათის მკვიდრი, არჩილ კუკულაძე.
რთული და საპასუხისმგებლო სამსახურიდან მშვიდობით დაბრუნებას ვულოცავთ ამ შესანიშნავ ახალგაზრდას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ! ვფიქრობთ, რომ იგი ასევე წარმატებით გააგრძელებს თავის ბიოგრაფიას, ასეთი ვაჟკაცების მხრებზე დგას, ჩვენი რაიონის და ქვეყნის მომავალი.
საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მიმდინარე ნატო-ს საერთაშორისო მისიას, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (IშAF) შემადგენლობაში, პირველად 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. მისიის მიმდინარეობისას ეტაპობრივად იცვლებოდა ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა და მათი ამოცანები. ქართული ქვედანაყოფები ახორციელებდნენ: ბაზების დაცვას; პატრულირებას; ჩხრეკას; კორდონს; საკონტროლო-გამშვები პუნქტის ოპერაციებს; ავღანური არმიის საარტილერიო ქვედანაყოფების მომზადებას; სამხედრო ჰოსპიტალის დახმარებას.
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში, მძიმე დანაკლისი განიცადა. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული დაიჭრა და დაშავდა. ზემოთ აღნიშნული ასეულიდან ყველა მშვიდობით დაბრუნდა, არავინ დაშავებულა.
„მტკიცე მხარდაჭერის მისია" წარმატებით დასრულდა.
ავღანეთიდან სამშობლოში
მაია კუკულაძე
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 763