ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვულოცავთ ლუკა (ჩიორა) ლომაძეს!

17-03-2021, 11:49

სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში იშვიათია ფაქტი ან მოვლენა, რაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გაგვახარებს, ან გაგვამხნევებს. სწორედ ამ ძნელბედობის ჟამს, ჩვენი რაიონის მკვიდრი, შესანიშნავი მოზარდი, მაგალითი თავისი და მასზე უმცროსი თაობის წარმომადგენელი, ლუკა (ჩიორა) ლომაძე მიმდინარე წლის 9-10 მარტს, გახდა საქართველოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 62კგ. წონით კატეგორიაში, სადაც გამართა ხუთი შეხვედრა და ხუთივე სუფთა გამარჯვებით დაასრულა. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ლუკას ჩვენი და იმ უამრავი ლანჩხუთელის სახელით ვისი გულებიც მან ამ ბრწყინვალე ასპარეზობით გაახარა. ლუკა აშკარად საქართველოს მომავალია და საუკეთესო მაგალითი მისი თაობის წარმომადგენლებისათვის. გვინდა ვუსურვოთ ჯანმრთელობა და ბევრი წარმატება, რაც ბუნებრივია ყველა ლანჩხუთელის სიხარული იქნება.  მადლობა ლუკა, უფალი გფარავდეს პირად და სპორტული კარიერის ცხოვრების გზაზე.  მასთან ერთად დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ პირად მწვრთნელს გოჩა ლომაძეს (ლუკას მამა) და ასევე მოქმედ მწვრთნელს, ბატონ მინდია შაინიძეს,  აჭარის ნაკრების მწვრთნელს, უჩაშავაძეს, რომლებმაც თავდაუზოგავი შრომა გასწიეს ჩვენი ქვეყნის ჩემპიონის, ლუკა (ჩიორა) ლომაძის აღზრდასა და პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. როგორც ჩვენთვის ცნობილია მიმდინარე წლის მაისის თვეში ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში ტარდება ევროპის პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც ჩვენი ჩემპიონი მიიღებს მონაწილეობას, სადაც ასევე გვინდა წარმატება ვუსურვოთ ლუკას. ამ ტურნირის ოქროს მედლის მოპოვებით კიდევ ერთხელ გაეხარებინოს ლანჩხუთლების და სრულიად საქართველოს გულები!
წარმატებები ლუკა!

დიდი სიყვარულით უფროსი მეგობრები და გულშემატკივრები: 
ირაკლი ჩხაიძე, ბექა იმედაიშვილი

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 984
FACEBOOK კომენტარები