ჭაბუკებს შორის გაიმართა მსოფლიო ჩემპიონის, მსოფლიო თასის მფლობელის, სამგზის მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონის, ოთხგზის სსრკ ჩემპიონის, სპორტის დამსახურებული ოსტატის, მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ტურნირში საქართველოს გარდა მონაწილეობას იღებდა რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის 300-მდე მოჭიდავე. მათ შორის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 3 მოჭიდავე: ლუკა ლიპარტელიანი (მწვრთნელი ზაზა ღლონტი), ლაშა თავაძე და გიორგი ზოიძე (მწვრთნელი დავით მჟავია),~ _ აღნიშნული ინფორმაცია `სპორტული ცენტრის~ ხელმძღვანელმა გაგა იმნაიშვილმა მოგვაწოდა. აღსანიშნავია, რომ 11 ოქროს მედლიდან 10 ქართველმა სპორტსმენებმა დაისაკუთრეს, მათ შორის ყველაზე პრესტიჟულ წონაში (100 კგ. წონითი კატეგორია), რომელ წონაშიც ბატონი მიხეილი გახდა მსოფლიო ჩემპიონი 1981 წელს, დაწესებული სპეციალური პრიზი, განსაკუთრებული თასი ლანჩხუთელმა გიორგი ზოიძემ მოიპოვა. ჩვენებურ ჩემპიონს პრიზი თავად მიხეილ სანაძემ გადასცა. გაგა იმნაიშვილის თქმით, _ `გიორგიმ ჩემპიონობამდე 4 შეხვედრა მოიგო. ჯერ ხაშურელ ჩარგეიშვილს აჯობა სუფთად, შემდეგ ქულებით თბილისელ ლაბაძეს, ჯგუფის ფინალში ერთ წუთში სუფთად მოუგო თბილისელ ფალავანს, სილაგაძეს, ხოლო ფინალში 1 წუთი და 15 წამი დასჭირდა ქუთაისელ მოჭიდავესთან გოქაძესთან სუფთა გამარჯვების მოსაპოვებლად, რითაც მკერდი ოქროს მედლით დაიმშვენა. ასევე კარგად იასპარეზა 63 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა თავაძემ, რომელმაც ჯგუფის ფინალამდე 3 შეხვედრა მოიგო. ჯგუფის ფინალი კი მინიმალური სხვაობით დათმო საქართველოს ჩემპიონ ოთარ აბულაძესთან. შემდეგ 3-5 ადგილისათვის ბრძოლაში აზერბაიჯანის ნაკრების წევრს ბოლო წამებამდე უგებდა, მაგრამ კრიტიკულ მომენტში გამოცდილება არ ეყო და თავის ილეთზე წამოეგო და დამარცხდა. საბოლოოდ, თავაძე მეხუთე ადგილს დასჯერდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ წონით კატეგორიაში ყველაზე მეტი სპორტსმენი გამოდიოდა (37 მონაწილე). მესამე ჩვენებურმა ლუკა ლიპარტელიანმა 58 კგ. წონით კატეგორიაში 2 შეხვედრა მოიგო და შემდეგ წრეში ტურნირის გამარჯვებულთან დამარცხდა და საბოლოოდ მე-12 ადგილზე გავიდა~. როგორც რესპოდენტმა გვითხრა, _ შეჯიბრებასთან დაკავშირებით ოლიმპიური ცენტრის ხეივანში მიხეილ სალაძის პირველი ოლიმპიური რგოლი გაიხსნა.
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0