ქ. თბილისში ოლიმპიური მზადების ეროვნულ ცენტრში 17 წლამდე მოჭიდავეებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც 71 კგ. წონით კატეგორიაში ლანჩხუთელმა ლუკა ლომაძემ, რომელიც აჭარის სახელით ასპარეზობს, ოთხი შეხვედრა იჭიდავა და ყველა წარმატებით დაასრულა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლუკას ნახევარფინალური და ფინალური ორთაბრძოლები, სადაც მას შეხვდა გამოცდილი და საკმაოდ ძლიერი მოჭიდავე, როგორც საქართველოს ასევე საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, ევროპის ვიცე ჩემპიონი, ირაკლი სოლომონიძე, რომელსაც დამაჯერებლად მოუგო ლუკამ. ფინალში მან საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ევროპის მოქმედი ჩემპიონი, გიორგი ალადაშვილი და ღირსეულად დაეუფლა ოქროს მედალს.
ახლო მომავალში ერევანში გაიმართება დიდი საერთაშორისო ტურნირი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები.
დიდი მადლობა ლუკას პირად მწვრთნელს, მამას, გოჩა ლომაძეს; მოქმედ მწვრთნელს - მინდია შაინიძეს, რომლის თავდაუზოგავი შრომა და ძალისხმევა ნამდვილად სახეზეა. ასევე მადლობა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მამუკა სულთანიშვილს და მთლიანად ჭიდაობის ფედერაციას.
ლუკა ლომაძის მორიგი წარმატება
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 1 669