2022 წლის 29-30 ოქტომბერს ქ. ხაშურში ჩატარდა ნიკოლოზ ხვედელიძის და ვასო ჩოჩაშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2006-2007 წლებში დაბადებულთა შორის. 71 კგ. წონით კატეგორიაში აჭარის სახელით მოასპარეზე ლუკა ლომაძემ ყველა შეხვედრა მოიგო და ოქროს მედალს ღირსეულად დაეუფლა. ბოლო 10 დღეში მან ორი შეჯიბრი მოიგო. ვულოცავთ ლუკას ამ გამარჯვებას, ასევე ვულოცავთ მის პირად მწვრთნელს, მამას, გოჩა ლომაძეს; მოქმედ მწვრთნელებს: მინდია შაინიძეს, უჩა შავაძეს, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მამუკა სულთანიშვილს;საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას და ყველა მის გულშემატკივარ!, დიდი მადლობა ყველას!
დ