ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლუკა ლომაძის მორიგი წარმატება

ლუკა ლომაძის მორიგი წარმატება
28-01-2022, 16:53

2022 წლის 23 იანვარს კი­ე­ვში ჩატარდა საერთაშო­რისო ტურნირი ბერძნულ-რო­მაულ ჭიდაობაში 2005 წელს დაბადებულთა შორის, სადაც ჩვენმა ფალავანმა, ლუ­კა ლომაძემ თავისზე ერთი წლით უფროს ასაკში ოთხი შეხვედრიდან სამი, ქულების აშკარა უპირატესობით მო­იგო. მეოთხე შეხვედრა, ფინა­ლი კი მსაჯის არაობიექტურობის გამო ერთი ქულით და­თმო აზერბაიჯანელ მეტოქეს­თან, რომელსაც ლუკა უგებდა და ჭიდაობის დასრულებამდე 20 წამი იყო დარჩენილი. ლუ­­კა საერთაშორისო ტურ­ნი­რის ვიცე ჩემპიონია ამ დიდ გამარჯვებას ვულოცავთ მის პირად მწვრთნელს, მამას, გოჩა   ლომაძეს;    მოქმედ მწ­ვ­რთნ­ელს, მინდია შაინიძეს; აჭ­ა­რის ნაკრების მწვრთნელს, უჩა შავაძეს; საქართველოს ნაკ­რების მწვრთნელს, მამუკა სულთანიშვილს და სრულიად საქართველოს!
 მალე ოლიმპიური ოქრო მოგვველოცოს! 

მეგობრები ლანჩხუთიდან 
d

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 452
FACEBOOK კომენტარები