ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლუკა შარაბიძის წარმატება

ლუკა შარაბიძის წარმატება
10-11-2017, 10:58

3-5 ნოემბერს ქ. თბილისში ოლიმპიური მომზადების ცენტრში გაიმართა ღია პირველობა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. ტურნირი ჩატარდა ჭიდაობის ფედერაციის ეგიდით, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ 2003-2005 წლებში დაბადებული ნორჩი ფალავნები. მონაწილეობა მიიღო საქართველოს თითქმის ყველა გუნდმა, დაფიქსირდა 2000-მდე მონაწილე.
ლანჩხუთელთაგან ტურნირზე მონაწილეობას იღებდა სამი სპორტსმენი: რეზო ქამადაძე(38 კგ), გიორგი სურმანიძე(62 კგ) და ლუკა შარაბიძე (48 კგ).  მათი მწვრთნელები: კახა აფხაზავა და კახა გოგოლიშვილი. წარმატებულად იასპარეზა ლუკა შარაბიძემ, რომელმაც ოთხი შეხვედრიდან სამში გამარჯვება მოიპოვა და ბრინჯაოს მედალი ერგო. ამით მან უფლება მიიღო ოლიმპიური რეზერვების მომზადების ცენტრში ჩარიცხულიყო. მწვრთნელების თქმით, ეს შედეგი წარმატებად ითვლება, ვინაიდან ტურნირში საქართველოს უძლიერესი ფალავნები იღებდნენ მონაწილეობას. 10-12 ნოემბერს თბილისში ზაიბეგ ბერიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე კვლავ მოუწევთ ლანჩხუთელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს საკუთარი ძალების დემონსტრირება. წარმატებებს ვუსურვებთ მათ. 

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 950
FACEBOOK კომენტარები