12 ნოემბერს, თბილისში, სპორტ კლუბ ,,არენაში“, გაიმართა ღია საკლუბო ტურნირი კარატეში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს თითქმის ყველა კუთხის კარატისტი, დაახლოებით 300 სპორტსმენი.
ლანჩხუთის სპორტული ცენტრის სპორტსმენები ამჯერადაც წარმატებით გამოვიდნენ ტურნირზე, მათ მოახერხეს და 14 სინჯის მედალი ჩამოიტანეს მშობლიურ რაიონში. მათი მონაპოვარია:
5 ოქრო- დაჩი ბერიძე, ლაშა კოსტავა, დათო ცინცაძე, ზურა ბერიძე და ნიკა დარჩია.
3 ვერცხლი- ლუკა ლომაძე, საბა ჭელიძე და კოკა ჩავჩიძე.
6 ბრინჯაო- ანრი ჩხარტიშვილი, საბა ჩხაიძე, ავთო ბურძგლა, მერაბ ლომაძე, გიორგი მამინაიშვილი და თორნიკე პოლოიანი.
ტურნირის მთავარი მსაჯი ლანჩხუთელი მერაბ თურქია გახლდათ. ჩვენი გუნდი მოამზადეს მწვრთვნელებმა: მერაბ თურქიამ, მანუჩარ ჩხაიძემ, ლაშა ბერიძემ და შოთა ღლონტმა.
როგორც წინა ნომრებში მოგახსენეთ, 26 ნოემბერს, ლანჩხუთელ კარატისტებს საკვალიფიკაციო ტურნირი ელით, შემდეგ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი, რომელიც მომდევნო წლის თებერვალში გაიმართება სოჭში. ამ ტურნირში ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ხუთი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას: გუგა ივანაშვილი, გიორგი ჩხაიძე, გიორგი მამინაიშვილი, გიორგი ზენაიშვილი და ნიკა დარჩია.
ლანჩხუთელი კარატისტები მთელ ,,დუნიას“ აოცებენ
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 825