ლანჩხუთის სპორტული ცენტრიდან 20–ზე მეტი კარატისტი იცავდა ჩვენი მუნიციპალიტეტის ღირსებას (მწვრთნელები: მერაბ თურქია, მანუჩარ ჩხაიძე, ლაშა ბერიძე, შოთა ღლონტი). ჩვენებურებმა 12 მედალი მოიპოვეს _ 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ: ანრი ჩხარტიშვილი, ბათა დუმბაძე, გუგა ივანაშვილი, ნიკა კოსტავა; ვერცხლის მედლები მოიპოვეს: ზურა ბერიძემ, გიორგი ჩხაიძემ და საბა ჭელიძემ; მესამე ადგილზე გავიდნენ: მერაბ ლომაძე, გიორგი ტუღუში, ნიკა დარჩია, ლაშა კოსტავა, ლუკა ვანაძე. ტურნირის დეტალების შესახებ მერაბ თურქია გვესაუბრა: ძალიან სასიხარულო იყო, რომ ტურნირზე ნაკრების შესარჩევი ეტაპი გაიმართა, რომელშიც უფროს ასაკში (16–17 წელი) გუგა ივანაშვილი მონაწილეობდა. გუგამ თავისი წონა (–61 კგ) მოიგო და შემდეგ 8 სპორტსმენს შორის იასპარება, რომელიც აბსოლუტურ კატეგორიაში გაიმართა. გუგას 20–30 კგ–ით უფრო მძიმე მოწინააღმდეგეებთან მოუწია შეხვედრა. მიუხედავად ამისა, მან 4 ბრძოლა მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 2 კი წააგო. საბოლოოდ, მე–3 ადგილით ნაკრების წევრობა გაინაღდა.~ ცნობისთვის, ივნისის დასაწყისში საქართველოს ნაკრები კოსოვის დედაქალაქ პრიშტინაში მიემგზავრება, სადაც ევროპის გუნდური ჩემპიონატი გაიმართება. მანამდე კი 27–28 მაისს საქართველოს დედაქალაქი საერთაშორისო ტურნირს ოპენ–ჯორჯიას~ უმასპინძლებს, რომელშიც გასულ წელს 25–ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0