ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთელი კარატისტების წარმატება

ლანჩხუთელი კარატისტების წარმატება
8-06-2017, 00:00

ლანჩხუთელთა ერთ-ერთი მწვრთნელის, მერაბ თურქიას თქმით, _ ჩვენებურებმა 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. პირველ ადგილზე გავიდნენ: თორნიკე პოლონიანი, ანრი ჩხარტიშვილი, დათო დუმბაძე, გუგა ივანაშვილი. `მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ გამარჯვებულებზე. თორნიკე ახალბედა სპორტსმენია და ნამდვილად წარმატებული იყო მისი გამოსვლა. ანრი და დათო იმედის მომცემი სპორტსმენები არიან, ისინი სანაკრებო ასაკის მალე გახდებიან და დიდი იმედი მაქვს, რომ იქაც წარმატებულები იქნებიან. რაც შეეხება გუგას. ის ფინალში ისევ იმ სპორტსმენს შეხვდა, რომელიც სანაკრებო დონეზე მისი ძირითადი კონკურენტია და წინა ტურნირზე, რომელიც თბილისში გაიმართა თითქმის წაგებული ორთაბრძოლა მოუგო. ჩვენებური ამჯერადაც აგებდა 0:1-ს და შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე 3 ქულიანი აიღო, რაც იპონს ნიშნავს და საბოლოოდ 3:1 დაამარცხა~ _ გვითხრა ბატონმა მერაბმა. მეორე ადგილოსნები გახდნენ: ლაშა ჩხაიძე, ნიკა დარჩია, გიორგი ზენაიშვილი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგის მუხლის ტრამვა ჰქონდა და რამდენიმე თვე პრაქტიკულად არ უვარჯიშია. მხოლოდ ათიოდე დღის წინ დაბრუნდა აქტიურ სპორტულ ცხოვრებაში და მისი მეორე ადგილი ნამდვილად კარგი შედეგია. თანაც გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მას 2 წლით უფროსებთან მოუწია ბრძოლები. მესამე ადგილზე გავიდნენ: ლუკა დუმბაძე, გიორგი მამინაიშვილი, მერაბ ლომაძე, ლუკა ლომაძე, ლუკა ვანაძე. ტურნირის მთავარი არბიტრი იყო მერაბ თურქია, მსაჯობდნენ: ლაშა ბერიძე და მანუჩარ ჩხაიძე. გუნდი მათთან ერთად შოთა ღლონტმა მოამზადა. `მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მწვრთნელებს, რომლებიც ერთ გუნდად შეკრულნი მოღვაწეობენ და ემსახურებიან ბავშვების აღზრდას. ეს ძალიან კარგია და ვისურვებდი, რომ ჩვენი საქმიანობა უფრო შედეგიანი ყოფილიყოს. მართალია, მედლები არ გვაკლია, მაგრამ თუ უფრო მეტად იქნება ხელშეწყობა, კიდევ მეტად წარმოჩინდება ჩვენი სპორტული ცენტრის სახელი~, _ განაცხადა ჩვენთან საუბარში ბატონმა მერაბმა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ლანჩხუთელ მსოფლიო ჩემპიონს, კარატე დოში, გუგა ივანაშვილს და მის მწვრთნელს, მერაბ თურქიას ფულადი საჩუქრები გადასცა. შეგახსენებთ, რომ ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კარატე დო-ში, სადაც 26 ქვეყნის ათასზე მეტი კარატისტი მონაწილეობდა, მათ შორის ლანჩხუთელი გუგა ივანაშვილიც, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბულგარეთში გუგამ ბრწყინვალედ იასპარეზა _ ხუთი ბრძოლიდან ხუთივე მოიგო, ფინალი კი რუმინელ სპორტსმენთან სუფთა გამარჯვებით დაასრულა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიამატა იუნორებში (16-17 წელი, 61კგ). გამგებელმა ზაზა ურუშაძემ გუგა ივანაშვილს 800 ლარი, ხოლო მწვრთნელს, მერაბ თურქიას - 600 ლარი გადასცა. `გილოცავ ამ ტიტულს და გისურვებ, რომ კიდევ უფრო გესახელებინოს ჩვენი პატარა რაიონი~, _ მიმართა ზაზა ურუშაძემ ახალგაზრდა ჩემპიონს და შემდგომი წარმატებები უსურვა.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები