ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ამჯერად ვინ მოითბობს ხელს ,,გურიით“?

ამჯერად ვინ მოითბობს ხელს ,,გურიით“?
9-12-2017, 08:39

ფეხბურთის ,,დიდი გულშემატკივრები“ ცდილობენ და ახერხებენ კიდევაც წარმატებით, ხელი მოითბონ ფეხბურთით, გაყვლიფონ და გააჩანაგონ ამა თუ იმ კლუბის ბიუჯეტი. ისედაც გაუბედურებულ და გაჩანაგებულ ქვეყნის ბიუჯეტს, ამდენი საფეხბურთო კლუბი რომ ჩამოეკიდება კისერზე, კარგ შედეგს მივიღებთ?

ლანჩხუთის ,,გურია“ წლების მანძილზე საკმაოდ სოლიდური თანხით ფინანსდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მაშინ როდესაც ლანჩხუთის მოსახლეობა შიმშილის პირას იმყოფებოდა, ,,გურია“ წელიწადში ორ მილიონ ლარზე მეტს ჭამდა.
რატომ იზრდება კლუბის ადმინისტრაციაში მისვლის მსურველთა რაოდენობა?!

გერმანიის და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, კარლ ჰაინც რუმენიგემ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიაში ბიზნესი ემსახურება ფეხბურთს და ქვეყნის ბიუჯეტს, და არა პირიქით. რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? აქ ფეხბურთის ,,დიდი გულშემატკივრები“ ცდილობენ და ახერხებენ კიდევაც წარმატებით, ხელი მოითბონ ფეხბურთით, გაყვლიფონ და გააჩანაგონ ამა თუ იმ კლუბის ბიუჯეტი. ისედაც გაუბედურებულ და გაჩანაგებულ ქვეყნის ბიუჯეტს, ამდენი საფეხბურთო კლუბი რომ ჩამოეკიდება კისერზე, კარგ შედეგს მივიღებთ? მკითხველი ასე თუ ისე, საქმის კურსში იქნება ლანჩხუთის ,,გურიაში“ მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მის დაფინანსებაზე და ა.შ. მაგრამ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის ,,გურია“ წლების მანძილზე საკმაოდ სოლიდური თანხით ფინანსდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მაშინ როდესაც ლანჩხუთის მოსახლეობა შიმშილის პირას იმყოფებოდა, ,,გურია“ წელიწადში ორ მილიონ ლარზე მეტს ჭამდა. წლის სხვადასხვა კვარტალში ხდებოდა თანხის გამოყოფა ბიუჯეტის მხრიდან, რათა ,,როგორმე გუნდი შეგვენარჩუნებინა“. ამ გახმაურებული დაფინანსების დროს, მუნიციპალიტეტის გამგებელი და ასევე კლუბის პრეზიდენტი იყო ზაზა ურუშაძე, რომელიც თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ ,,სისხლი ჩააქცია“ ,,გურიის“ წარმატებისთვის. ასევე, ის ხშირად აპელირებდა თემით, რომ არცერთ სხვა მუნიციპალიტეტში გამგებელი ,,ასე არ პატრონობდა“ გუნდს და მითუმეტეს სხვა არც ერთი გამგებელი კლუბის პრეზიდენტი არ იყო. მისი მომხრეების მხრიდან მის ასეთ გამოსვლებზე იყო ოვაციები და ერთი ტაშფანდურა. გეთანხმებით, ბატონო ზაზა, არც ერთ სხვა გამგებელს არ აღმოაჩნდა თქვენებრ მახვილი ჭკუა-გონება და გამჭრიახობა, სხვა ვერც ერთმა გამგებელმა ვერ მოახერხა ასე ფეხსაცმელივით მოერგო ასეთი ტრადიციების მქონე გუნდი, მაგრამ ამ ,,კეთილ საქმეში“ თქვენ მარტო არ ბრძანდებოდით და თქვენთან ერთად სხვასაც უნდა ერგოს დამსახურებული ,,ჯილდო“. ბატონმა ზაზამ თავის პრესკონფერენციაზე ღიად განაცხადა, რომ ხელები დაიბანა და ,,გურიის“ დაღმასვლას შეგნებულად უყურებს შორიდან, თითქოს მისი პირადი დამსახურება ყოფილიყო, მისი გამგებლობის პერიოდში უმაღლეს ლიგაში რომ გამოდიოდნენ დუნიის გადამრევლები. სწორედ მისი ,,სწორი“ მენეჯმენტის დამსახურებაა, ის რომ თემურ ლორია დღეს ,,ბახმაროს“ მთავარი მწვრთნელია და გუნდთან ერთად არნახულ წარმატებას მიაღწია; იმდროინდელი მენეჯმენტის კისერზეა გუნდიდან ლანჩხუთელების მოკვეთა და მათ მაგივრად სვაზილენდიდან, ზიმბაბვედან და ჯანდაბიდან ფეხბურთლების ჩამოყვანა. მაშინ, როდესაც გუნდში დარჩენილ ლანჩხუთელებსაც კი ხელფასის შემცირების შესახებ მოახსენეს, გაურკვეველი ჯიშის ლეგიონერებს ხელფასის სახით 3750, 2500, 2000 ლარს და მსგავსი რაოდენობის თანხებს აძლევდნენ. მართალია ეს არ არის კოლოსალური თანხები, მაგრამ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ლანჩხუთისთვის. აქამდე ყოველთვის ხდებოდა ისე, რომ თუკი დაიწერებოდა კლუბის მენეჯმენტზე და მათ მესვეურებზე რაიმე ნეგატიური, ლანჩხუთელი ,,ფეხბურთის მამები“ შემდეგ პასუხს აქეთ გვთხოვდნენ და შეტევაზე გადმოდიოდნენ. ეს ვაგხანალია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, არავითარი მობოდიშება და ახსნა-განმარტება ჩვენი მხრიდან არ იქნება, ნულოვანი ტოლერანტობა ამ მოღალატეების და რაიონის დამაქცევრების მიმართ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა, ვინც ამ პროცესებში ლომის წვლილი დაიდო, ხოლო თუ ვინმე საქმეს აკეთებდა, მათ მადლობას გადავუხდით, ოღონდ ვინმე გამოვიდეს და ერთხელ და სამუდამოდ ნათელი მოჰფინოს სიტუაციას. ამ დროის მანძილზე, რაც ,,გურია“ რეგრესისკენ მიდიოდა, არ გამოსულა არც ერთი პასუხისმგებელი პირი და საზოგადოებისთვის ბოდიში არ მოუხდია, არც სიტუაციის გამოსწორების მცდელობა ყოფილა. კლუბს მესამე ლიგაში დაქვეითების გამო, მკვეთრად შეუმცირდება დაფინანსება, საუბარია 500 000 ლარის მოკლებაზე, მაგრამ კლუბის ადმინისტრაციაში მისვლის მსურველთა რაოდენობა მაინც იზრდება. ჩვენ დავუკავშირდით ,,გურიის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვლადიმერ გვარჯალაძეს და არსებულ სიტუაციაზე გავესაუბრეთ. ვინც ვლადიმერ გვარჯალაძის პიროვნებას კარგად იცნობს, დაგვეთანხმება, რომ გამორიცხულია მისი მხრიდან კორუფციაში შესვლა და ა.შ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კლუბის მენეჯმენტი სწორად მიმდინარეობდა, თუნდაც მისი დირექტორობის, ან მთავარი იურისტობის პერიოდში, შეგახსენებთ, რომ გვარჯალაძე კლუბის იურისტის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებს.
-ბატონო ლადო, რამ მიიყვანა კლუბი ამ შედეგამდე? ,,გურია“ მესამე ლიგაში დაქვეითდა, რაც ნამდვილი კატასტროფაა.
-მოდი ასე ვთქვათ, აგვისტოში რომ სიმინდს დათესავ, შემოდგომაზე კარგ შედეგს ვერ მიიღებ. როგორც მოგეხსენებათ, სეზონი დაიწყო დეკემბერში და ჩემპიონატისთვის მზადებაც შესაბამის დროს უნდა დაწყებულიყო. იმის გამო, რომ ატყდა აჟიოტაჟი მერაბ ჟორდანიას თემასთან დაკავშირებით, კლუბი იყო მუდმივად მოლოდინის რეჟიმში, მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს ბლეფი იყო. რაც კარგი ფეხბურთელები იყო, ყველანი დანაწილდნენ სხვადასხვა კლუბებში, ჩვენ იძულებული გავხდით ისეთი ფეხბურთელები აგვეყვანა გუნდში, რომლებიც დიდად არ წყვეტდნენ ვარსკვლავებს. ეს ფეხბურთია, ძლიერი იმარჯვებს, ჩვენმა გუნდმა ვერ აჩვენა შესაბამისი დონე სამწუხაროდ. მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის ნაკრების გარეშე ჩაივლის, ხდება ასეთი ფაქტები, სამწუხაროდ ,,გურიას“ დაემართა ის, რაც დაემართა. ვის მოუბრუნდება ენა, თქვას რომ რაიმე თაღლითობას ვეწეოდით, ან თანხები გავფლანგეთ. პირადად მე, რვა თვის ხელფასი მაქვს აუღებელი.
-კლუბმა წლების განმავლობაში მიიღო საკმაოდ სოლიდური დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტის მხრიდან, ვინაა ამ თანხებზე პასუხისმგებელი და რატომაა გუნდი დღეს ასეთ საცოდავ მდგომარეობაში?
-ჯერ ერთი, მე 2015 წელს მოვედი კლუბში, იურისტის თანამდებობაზე და ნამდვილად ვერ მოგახსენებთ მანამდელი წლების დაფინანსებაზე და მის მიზნობრიობაზე დეტალურ ინფორმაციას. გეტყვით ერთს, რომ შეცდომად მიმაჩნია 2011 წელში სესხად აღებული 400 000 ლარი, ვგონებ, მაშინ არ იყო საჭირო ამ თანხის აღება კრედიტის სახით. კლუბი იძულებული გახდა შემდგომ პროცენტთან ერთად დაეფარა დავალიანება. ზაზა ურუშაძემ ნამდვილად მოახერხა კოლოსარული თანხების მოძიება კლუბისთვის, სწორედ მისი თხოვნით დავინიშნე ბოლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. თუმცა, მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი ამ თანამდებობაზე დავნიშნულიყავი, ხოლო ახლა მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი გუნდიდან წავიდე. დამღალა ამდენმა უმადურობამ, ზოგადად ფეხბურთში არსებულმა დაძაბულმა ფონმა. თუ ეს სფერო ასეთი სიბინძურის კერა იყო, ნამდვილად ვერ წარმომედგინა. როდესაც, ადმინისტრაცია ხელფასს არ იღებს, იმის გამო, რომ ფეხბურთელებმა თავის დროზე აიღონ ჯამაგირი და რაიმე გაუგებრობას არ ჰქონდეს ადგილი, ვიღაცამ ხომ უნდა დაგიფასოს. წაგებული თამაშიდან ორი საათი არ იყო გასული, რომ ზოგიერთმა ხელფასზე დამირეკა, სინდისი ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს.
-როგორც ამბობენ, ,,გურიაში“ მოსვლის მსურველი საკმაოდ მრავლადაა. თქვენ ამბობთ, რომ არანაირი შავი ფული არ კეთდება კლუბში, მაშინ რატომ იკლავენ თავს გუნდის ხელში ჩასაგდებად?
-გეთანხმებით, რომ ხუთი ჯგუფი მაინცაა, რომელთაც მოსვლა უნდათ ,,გურიაში“, სამწუხაროდ ეს ის ხალხია, ჩვენი წაგება რომ გაუხარდათ. რამდენიმე მათგანთან მქონდა საუბარი, ვუთხარი ფულისთვის თუ იკლავთ თავს, სცდებით მისამართი შეგეშალათ მეთქი. ერთ-ერთმა მათგანმა ჩაილაპარაკა ,,როგორ არ კეთდება ფულიო“. ამ ხალხს აქვს ილუზია, რომ მილიონერები გახდებიან. რა ვიცი, ღმერთმა იცოდეს, ხელი არ წაგვცდომია ცუდად არაფერზე და ამას დოკუმენტაციით დავამტკიცებთ. ბოლო ორი წელიწადია, ისეთი კონტროლია დაწესებული, თავი მოძულებული უნდა ჰქონდეს კაცს, თაღლითობა რომ დააპიროს.
-,,გურიის“ ხელმძღვანელობამ ლანჩხუთელი ფეხბურთლები და მწვრთნელები მოიძულა და საკმაოდ სუსტი ლეგიონერები ამჯობინა მათ. რა აუცილებლობით იყო ეს გამოწვეული?
-დაგეთანხმებით, რომ არასწორი მენეჯმენტის ბრალი იყო მაგალითად თემურ ლორიას გაშვება მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, ასევე გიგა კვერენჩხილაძის მოშორება, კიდევ ბევრი კარგი ფეხბურთელის. მაგრამ, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ნებით წავიდნენ, ან ისეთები, რომლებიც გუნდისთვის არ იყვნენ მისაღები. მე სამწვრთნელო საქმიანობაში არ ვერევი, ვიყავი იურისტი და ვაკეთებდი ჩემს საქმეს. რაც აღმასრულებელ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დავინიშნე, იქაც პირნათლად ვასრულებდი დაკისრებულ მოვალებას.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 831
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა