ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთის ბიუჯეტის შესავსებად გამგებელი პატრულისგან ჯარიმების გაზრდას მოითხოვს?

ლანჩხუთის ბიუჯეტის შესავსებად გამგებელი პატრულისგან ჯარიმების გაზრდას მოითხოვს?
17-12-2015, 00:00

`ფეისბუქ-გვერდი გავხსენი თუ არა, კითხვა შემომაგება – რას ფიქრობო? კარგს არაფერს. მიზეზიც მაქვს, როდესაც ადგილობრივი ბიუჯეტი საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმებით ივსება, კარგი რა უნდა ვიფიქრო. დიდი თანხაა 800 000 ლარი. ადრე ეს ციფრი 150 000-ს არ აღემატებოდა. მკითხველი დამეთანხმება, დიდი ნახტომია. ზაზა ურუშაძის და საკრებულოს უმრავლესობის ლოგიკას თუ გავყვებით, გამოდის, რაღაც ისეთი მომხდარა ჩვენი მოქალაქეების ცნობიერებაში, რომ კანონის დარღვევა თვითმიზნად გაუხდიათ. თითქოს მოილაპარაკეს და დამრღვევი მძღოლები გახუთმაგდა. მაგრამ რელური მიზეზი ბატონი გამგებელის გადაწყვეტილებაა: გამოიყენოს პოლიცია ბიუჯეტის შევსების წყაროდ. დიახ, საშემოსავლო ნაწილის ზრდის გარეშე წარმოუდგენელია გაბერილი ბიუროკრატიის შენახვა (აზდაკი გახსოვთ? სამდივნოები გაჭედილია, ჩინოვნიკები ლამისაა ქუჩაში დასხდნენ!). წარმოუდგენელია `ბიუჯეტის მახრა~, საფეხბურთო კლუბი `გურია~ შეინახო. წარმოუდგენელია ახალად გარემონტებული ბაზა და 50 ადგილიანი სასტუმრო შეინახო. მკითხველი იოლად მიხვდება, თუ რა ხიფათის შემცველია დამრღვევი მძღოლის მიერ გადახდილი ჯარიმის იმედად დაგეგმო საბიუჯეტო ხარჯები. ვთქვათ, არ დაარღვია იმდენმა ადამიანმა მოძრაობის წესები და შესაბამისად, არც იმ რაოდენობის ჯარიმა ექნება გადასახდელი ბიუჯეტის შევსებას რომ სჭირდება. მაშინ? მაშინ რა ხდება? რა ხდება და ტელეფონზე ჩამოკიდებული ზაზა ურუშაძე საპატრულო პოლიციას `აქტიურობისკენ~ მოუწოდებს და იწყება ხელოვნური პროცესი `დამნაშავეთა~ შექმნა-გამოვლენისა, მოქმედებს პრინციპი: `შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს, მიზეზად ესეც კმარაო~. ეგეც არ იყოს, ძალოვან უწყებას რა მოწოდება უნდა, სათანადო გარემო თუ იქნება, თავადაც ხალისით იძალადებს (კაცობრიობის ისტორია განა სხვა რა არის) ყოველგვარი მოწოდებების გარეშე. აქედან გამომდინარე, ყველა ნეგატიური შედეგით – ერთი თეთრი ბიუჯეტში, ერთი თეთრი ჯიბეში. არჩეული გამგებელი და საკრებულო სწორედ ამ ძალადობის წახალისებას ახდენენ თავიანთი არაგონივრული, საბჭოური გადაწყვეტილებებით.`გურიის~ ბაზაზე 50 ადგილიანი სასტუმრო გავხსენითო, თავს იწონებს გამგეობა. 450 000 ათასი ლარი დაიხარჯა ამ საქმეზე. სააბავშვო ბაღები უნდა აშენებულიყო ამ თანხით (ერთი სუფსაში), მაგრამ ურუშაძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით უპირატესობა ბაზას და სასტუმროს მიენიჭა. მავანთ მინდა ვკითხო: ვინ უნდა შეინახოს ეს 50 ადგილიანი სასტუმრო? რა დაუჯდება წლიურად ბიუჯეტს? თუ მოგებაზე იმუშავებს? ეგებ ძალით რომ აბონემენტები (თქვენებურად აბონიმენტი) გაასაღეთ ის თანხა გეყოფათ? ბატონო ზაზა! ბატონო გოგი! აღარ უნდა გამოიბერტყოთ კომუნისტური აბდა-უბდა თავიდან? საით გვექაჩებით? საბჭოთა კავშირში? ტყუილსა და თვალთმაქცობაში გინდათ ჩაგვძიროთ? კი ბატონო, თქვენ შეჩვეული ხართ, მაგრამ საზოგადოებას რას ერჩით?! რას ერჩით მომავალ თაობას?! რამდენი რამ ჩამოკიდეთ ამ ბიუჯეტს? მით უფრო, რომ ბიუჯეტით დაფინანსებული არა თუ ფეხბურთი, არც არაფერი ვარგა! თუმცა კორუფციისთვის და ჯიბის გასქელებისთვის იცოცხლე, კარგია. ზოგიერთი აღფრთოვანებულია, გაიძახიან: ამ ორ წელიწადში იმდენი რამ გაკეთდა ფეხბურთისთვის, არასდროს რომ არ გაკეთებულაო. ამოვიდა ყელში, ბატონებო, ეგ თქვენი (და არა მხოლოდ თქვენი) ხბოს აღფრთოვანება და მავანთა ყალბი აღტაცება. რას იწონებთ?! ფეხბურთის სახელით 3 000 000 მილიონი რომ `შეიჭამა~ ლანჩხუთში ამას? მერწმუნეთ, არც ერთი ხელფასი არ ღირს იმად, რომ ადამიანმა მოქალაქეობრივ სინდისზე აიღოს ხელი. სიმართლის თქმა თუ არ შეგიძლიათ, ტყუილს მაინც ნუ იტყვით და ყალბი აღფრთოვანების მალაყებს ნუ გადადიხართ!~ _ ამბობს ვახტანგ ზენაიშვილი.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა