ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთელების მიერ მოგებული ჯეკ-პოტი და რას ამბობენ ახალ მილიონერებზე მისი თანასოფლელები

ლანჩხუთელების მიერ მოგებული ჯეკ-პოტი და რას ამბობენ ახალ მილიონერებზე მისი თანასოფლელები
3-12-2015, 00:00

მოგებამ ბილეთზე 1,212,171 ლარი შეადგინა. საქართველოს ლატარიის კომპანია ულოცავს გამარჯვებულს და მოუთმენლად ელის მის გამოჩენას. 8,9,15,18,21,25 - ამ იღბლიანი რიცხვის დამთხვევით საქართველოს ახალი მილიონერი შეემატა.~ _ ეს განცხადება საქართველოს ლატარიის კომპანიამ მორიგი ჯეკ-პოტის გათამაშებიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამარჯვებული არ ჩანდა და რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ ნიუსად გაუშვა, კომპანია გამარჯვებულს ელისო.მართლაც, ბათუმში შეძენილი ბილეით ახალგზარდა წყვილმა 1 მილიონ 200 ათასი ლარი მოიგო.როგორც ცნობილი გახდა, გამარჯვებულები ლანჩხუთელები არიან.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მოედანში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა ლატარიის კომპანიით გათამაშებული ჯეკპოტი – 1 მილიონ 200 ათასი ლარი მოიგო.მომგებიანი ბილეთი კომპანიაში 29 წლის ნუგზარ ბედინაძემ წარადგინა, ლატარიის კომპანიაში ამბობენ, რომ ბილეთმა წარმატებით გაიარა ვალიდაციის პროცედურა და ნუგზარ ბედინაძის ანგარიშზე, ბანკში, ორი კვირის განმავლობაში ჩაირიცხება მოგებული თანხა.ლოტოს მომგებიანი ბილეთი ნუგზარის ცოლმა, 24 წლის თეონა ვაშაყმაძემ შეიძინა ბათუმში მდებარე ჯიხურში. „პარასკევი იყო, შევიძინე ბილეთი და იღბლიანი აღმოჩნდა. ფეხმძიმედ ვიყავი, ცოტა ცუდად გავხდი, ძალიან განვიცადე, არ მჯეროდა, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო. ძალიან დიდი ბედნიერება იყო ჩვენთვის. მეორე დღეს შემეძინა შვილი, საბა“ – ამბობს თეონა.ნუგზარ ბედინაძე ამბობს, რომ სოფელში მყოფს მეუღლემ დაურეკა და ჯეკპოტის მოგება ახარა: „ფეიერვერკი, რომელიც შვილის დაბადებისთვის მქონდა ნაყიდი, გავუშვი. მეზობლები მეძახდნენ რა შეგეძინაო, დაბნეული ვიყავი ძალიან.“ ახალი მილიონრების კომენტარს სააგენტო `პრაიმ-ტაიმი~ ავრცელებს.მოგებული თანხით წყვილი პირველ რიგში ბინის შეძენას გეგმავს ბათუმში.`ჰო და არა~ გამარჯვებულებთან დაკავშირებას ეცადა, მაგრამ როგორც გავიგეთ მათ მობილურის ნომრები შეუცვლიათ. `იმდენი ადამიანი ურეკავდა ყოველდღე, რომ ნომრები შეიცვალეს,~ _ გვითხრეს მისმა თანასოფლელებმა. `ძალიან პატიოსანი ოჯახია. სულ შრომაში არიან. მთელი სოფელი გახარებული ვართ მათი წარმატებით. დღეს სოფელში არავის ულხინს, მაგრამ ისინი უფრო ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. პატარა სახლი აქვთ, სადაც შეხმატკბილებულად ცხოვრობენ. ნუგზარი ძალიან თბილი ადამიანია. მისი ძმის ხელში გაიზარდა. ბევრად უფროსი ძმა ყავს, რომელიც სულ პატრონობდა. რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა. როცა ეს ამბავი მოხდა შვილს ელოდებოდა. ფეირვერკები ჰქონდა ნაყიდი, ბიჭი რომ შემეძინება, უნდა ვისროლოო. ღამით, როცა სროლა ატყდა, ყველანი გამოვცვინდით, წავიდა მილოცვები. გვეგონა შვილი შეეძინა. დაბნეული იყო. ვერაფერს ამბობდა. როცა გვითხრა, მილიონი მოვიგეო, ძალიან გაგვიხარდა. მეორე დღეს შვილი შეეძინა. ასეთი სიხარული მიიღო ამ ოჯახმა ამ დღეებში~ _ გვითხრეს იღბლიანების მეზობლებმა.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები