ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთელი მოჭადრაკეების წარმატება

ლანჩხუთელი მოჭადრაკეების წარმატება
18-03-2016, 00:00

ეს იყო I ლიგის გათამაშება, სადაც თამაშდებოდა უმაღლესი ლიგის საგზური 8-10-12 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან ხსენებულ პირველობაში ჩაერთნენ: მარიამ სარიშვილი, გიორგი ჯვართავა (8 წლიანიები), თენგიზ სტურუა, გივი ზოიძე (10 წ.) და მარიამ ჩხაიძე, რომელიც 9 წლისაა და მწვრთნელის გადაწყვეტილებით, უკეთ მომზადების მიზნით 12 წლიანთა ტურნირში გამოვიდა. კარგად იასპარეზა მარიამ სარიშვილმა (მწვრთნელი ნუგზარ გვარჯალაძე), რომელმაც 9 თამაშიდან 6 მოიგო, მხოლოდ სამი წააგო და მეორე ადგილი დაიკავა. მეორე მოჭადრაკე, რომელმაც მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური, გივი ზოიძეა (მწვრთნელი ადამი ხუხუნაიშვილი). გივიკომ 5,5 ქულა მოაგროვა _ მოიგო ხუთი, ერთი ფრედ დაამთავრა და მხოლოდ სამი პარტია წააგო. საბოლოოდ, საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა _ მეოთხე ადგილი დაისაკუთრა. აღსანიშნავია, რომ იგი მასზე ფაქტობრივად ორი წლით უფროსებს ეჯიბრებოდა. ასევე კარგად იასპარეზეს: თენგიზ სტურუამ (5 ქულა), გიორგი ჯვართავამ (4 ქულა) და მარიამ ჩხაიძემ (4 ქულა). რაც შეეხება ლანჩხუთის ჩემპიონატს ჭადრაკში, გაიმართა რვა წლამდე ასაკის გოგონათა და ბიჭუნათა გათამაშება. ამ ასაკის ცხრა საუკეთესო მონაწილე ერთ წრედ დაუპირისპირდა ერთმანეთს. საუკეთესოდ იასპარეზა და ყველა რვავე თამაში მოიგო ტურნირის ფავორიტმა მარიამ სარიშვილმა (#1 საჯარო სკოლა; მწვრთნელი ნუგზარ გვარჯალაძე). მეორე ადგილი ლიზი ზენაიშვილმა მოიპოვა, მესამე ადგილზე კი სრულიად ნორჩი, ექვსი წლის ლილე ფირცხალაიშვილი გავიდა.ძალიან დაძაბული იყო ვაჟთა გათამაშებაც, აქ ყველას ლაშა ჩხაიძემ აჯობა და ჩემპიონიც ის გახდა. ლაშა სასულიერო გიმნაზიის მესამე კლასელია (კლასის დამრიგებელი შორენა ლელაძე, მწვრთნელი ადამ ხუხუნაიშვილი). მეორე ადგილი გიორგი ჯვართავამ აიღო, იგი სულ რამდენიმე თვეა, რაც ჭადრაკში მეცადინეობს და ძალიან ცოტა დააკლდა ჩემპიონობამდე. მესამე ადგილი გიორგი გოგუაძემ დაიკავა დავით ჩხაიძესთან უშეღავათო დაპირისპირების შემდეგ. გამარჯვებულ ბავშვებს ფასიანი საჩუქრები გადასცეს და წარმატებები უსურვეს სავაჭრო ცენტრ `იმერეთის~ მესვეურებმა.`ჰო და არა~ ულოცავს ყველა გამარჯვებულს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები