ლანჩხუთის გამგებელი პრეტენზიებს უყენებს სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ რევაზ არველაძეს, რომელიც თავის მხრივ აცხადებდა, რომ `გურიისთვის~ კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია~. `საინტერესოა, რას გულისხმობს სიტყვა „კარგში“ ბატონი არველაძე? იმ სამი წლის მანძილზე, რაც მე კლუბს ვხელმძღვანელობ, გარდა პრეტენზიებისა და წინააღმდეგობისა, ფედერაციის მხრიდან არაფერი შეგვხვედრია. ლანჩხუთისთვის, ისევე როგორც დანარჩენი მუნიციპალიტეტებისათვის, რთულია უმაღლეს ლიგაში გუნდის შენახვა ფინანსური თვალსაზრისით, სწორედ ეს უნდა იყოს გათვალისწინებული ფედერაციის მხრიდან. პირიქით, „გურია“ რამდენჯერმე დაჯარიმდა, რამაც ფინანსური ზარალი მოგვიტანა. ისიც გვინდა გკითხოთ: ისედაც ფინანსურად შეჭირვებულ გუნდს ქულების დაკლებითა და ეროვნული ჩემპიონატიდან გამოთიშვით რომ გვემუქრებიან, თქვენთვის რამდენად მისაღებია?~ _ აცხადებს ზაზა ურუშაძე. მისივე თქმით, _ `ქართული ფეხბურთი რომ არ ვითარდება, ეს უკვე აშკარაა. ცხრა წლის მანძილზე წარმატების ნაცვლად, უკუსვლა გვქონდა. საინტერესოა, ყოფილ პოსტ.საბჭოთა რესპუბლიკებს შორის მხოლოდ ერთ ქვეყანას რომ გაუსწრებ და ისიც არასაფეხბურთოს, რამდენად გაქვთ მორალური უფლება, რომ რაიმეზე პრეტენზია განაცხადოთ? დღეს რომ ასეთ დღეშია ეროვნული ჩემპიონატი და სანაკრებო დონე, ამაზე პასუხს ვინ აგებს? ისიც ხომ პარადოქსია, რომ ისეთ დამსახურებულ გუნდს, როგორიც „გურიაა“ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ აქვს. რამდენჯერმე დავაყენეთ ეს საკითხი ფედერაციის წინაშე, მაგრამ ამაოდ. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი „გურია“ და მე, როგორც პრეზიდენტი, არ ვერევით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, ჩვენ გვსურს სასიკეთო და ძირეული ცვლილებები ქართულ ფეხბურთში, რაც აუცილებელია და რაც ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ ქვეყნის მასშტაბით“ _ დასძენს მუნიციპალიტეტისა და კლუბის პირველკაცი. ლანჩხუთის გამგებელს გურიის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანი, `გურიას~ ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ლორია პასუხობს: `მე გეტყვით, რა გაკეთდა ბოლო 3 წლის განმავლობაში ფედერაციის მიერ: `გურიას~ სტადიონზე დაიგო 700-ათას ლარიანი მინდვრის საფარი; საჩუქრად მივიღეთ 80 ათასი ლარის ინდივიდუალური სკამები; ოზურგეთის საფეხბურთო სკოლას გადაეცა 30 ათასი ლარის ეკიპირება; `გურიამ~ ორჯერ მიიღო ფინანსური დახმარება საერთო ჯამში 400 ათასი ლარის ოდენობით. ეს ცოტაა? გამგებელი ფედერაციას აბრალებს, თუ კლუბმა ლიცენზირება ვერ გაიარა და ამის გამო დაჯარიმდა კლუბი, ან ჩვენ რომ უკანონოდ გაგვათავისუფლა და კანონის თანახმად კონტრაქტის პირობების შესრულება მოთხოვეს! 10 აგვისტომდე იყო ვადა მიცემული და არც დაგვლაპარაკებიან. ამბობდა, რომ ლიცენზირების 50 ათასს არ გადაიხდიდა და გადაიხადა. ჩვენი თანხის გადახდაც არ უნდოდა, მაგრამ აღმასკომმა კლუბს 7 სექტემბრამდე მისცა ვადა _ თუ არ გადაიხდიან, 3-დან 9 ქულამდე დაკლება ემუქრება `გურიას~, მერე _ ლიგიდან მოკვეთაც. ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება არ შეიძლება~ _ აცხადებს თემურ ლორია.
ზაზა ურუშაძე: `ისედაც ფინანსურად შეჭირვებულ გუნდს ქულების დაკლებით და ჩემპიონატიდან გამოთიშვით რომ გვემუქრებიან, ეს რამდენად მისაღებია?~
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0