ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,„ომი დასრულდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო“

,,„ომი დასრულდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო“
25-10-2017, 08:29

„როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მდგომარეობა ბოლო სამი წლის მანძილზე?“ ლანჩხუთელებმა უპასუხეს 63% შემთხვევაში, რომ გაურაესდა! ამას 2017 წელს დაემატა ფაროსანას შემოტევა და ბევრი ოჯახისთვის მოხსნილი სოციალური დახმარება. თითქოსდა ეს უნდა ასახულიყო არჩევნების შედეგებზე, თუმცა პირიქით მოხდა. ამის მიზეზი უპირველეს ყოვლისა ისაა, რომ ჩვენთან არ არსებობს ელექტორატი, ღია საზოგადოება, რაც ძირითადად მოსახლეობის საშუალო ფენის მახასიათებელია. საშუალო ფენა ფინანსურად დამოუკიდებელია, მას აქვს საკუთარი მოსაზრება და სამომავლო ხედვა, რასაც ვერ ვიტყვით უმუშევარ, ეზო - კარმიდამოდან მიღებულ შემოსავალზე დამოკიდებულ შეჭირვებულ მოსახლეობაზე, რომელსაც ყველა შემთხვევაში „დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს“. ნიჰილისტურად განყობილი, ხელჩაქნეული ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის ფაქტორი არის არა პარტიების მიერ გაჟღერებული ხედვა და პროგრამა, არამედ ბიძაშვილის, მეზობლის, ბაღისა და სკოლის პედაგოგის ზარი და თხოვნა. ის თვლის, რომ არაფერს აზრი არ აქვს და არფერიც არ შეიცვლება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო ფაქტორი, რამაც შედეგი დააყენა იყო საჯარო მოხელეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა სრული მობილიზაცია მმართველი ძალის მიერ. ტოტალური უმუშევრობის პირობებში ადამიანურად გასაგებია ამ ადამიანების შიში სამსახურის დაკარგვაზე და მათ მიერ თხოვნით თუ ხვეწნა მუდარით ხმების მოგროვება. არჩევნები დასრულდა. მმართველმა ძალამ სრული უფლება მიიღო ერთპიროვნულად მართოს ადგილობრივი საქმეები. „ომი დასრულდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო“.ნონა გიგინეიშვილი

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა