ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

2011 წლის 26 მაისის გახსენება ლანჩხუთში

2011 წლის 26 მაისის გახსენება ლანჩხუთში
27-05-2017, 00:00

მათ 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს, ყოფილი მმართველი გუნდისა და დღევანდელი ხელისუფლების მიმართ პროტესტი გამოთქვეს. აქციაზე გარდა ფრაქციის წევრებისა, „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრიც იყო. „ მიუხედავად იმისა, რომ დღეს საზეიმო განწყობაა, ძალიან მწვავედ მახსენდება 2011 წლის ვანდალური აქტი. ეს იყო მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა, თავისუფალი სიტყვის დასამარება, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. მიუხედავად ამისა, დღემდე ეს ვანდალიზმი გამოძიებული არ არის. პირიქით, ავადსახსენებული კოჰაბიტაციის გამო, დამნაშავეები დღეს მაღალ თანამდებობებს იკავებენ. 2011 წლის 26 მაისი ყველა ქართველისთვის იყო უმძიმესი დღე, რადგან სისხლით მორწყულ ქუჩებში აღლუმის ჩატარება იყო საშინელება. პირადად საკუთარ ოჯახის წევრზე მაქვს გამოცდილი ამ ვანდალური აქტის გავლენა და დღევანდელი ამ აქციით მე არას ვეუბნები კოჰაბიტაციას და ვთვლი, რომ დამნაშავე რეჟიმი უნდა დაისაჯოს“, - აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ, ნონა მურვანიძემ, რომელიც საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიას „დემოკრატიულ მოძრაობას“ წარმოადგენს. ფრაქციის „მეტი ქალი პოლიტიკაში“ წევრი, დარეჯან ბურჯულაძის აზრით, მმართველმა პარტიამ ვერ გაამართლა ხალხის იმედები და ნაცვლად სამართლიანობის აღდგენისა პპოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა. „ყველასთვის მნიშვნელოვანი და საზეიმო დღეა 26 მაისი, თუმცა, ძალიან ცუდია, რომ ჩვენი ქვეყანა ვერ აცდა გაორებულ დღესასწაულებს. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი დღეა 26 მაისიც. 2012 წელს, როცა მე „ქართული ოცნების“ გვერდით ვიდექი მჯეროდა, რომ ეს ძალა სამართლიანობას აღადგენდა. მჯეროდა, რომ გამოუძიებელი არ დარჩებოდა შვიდი ნოემბრსა და 26 მაისის მოვლენები და ძირითადი პრინციპი, რითაც დღევანდელი ხელისუფლებამ მიიღო ძალაუფლება, შესრულებული იქნებოდა. თუმცა, ამდენი წელი გავიდა და ამის ნაცვლად მივიღეთ ავადსახსენებლი კოჰაბიტაცია. მჯეროდა რომ დაისჯებოდნენ სისტემური დანაშაულის გენერლები, თუმცა მივიღეთ საწინააღმდეგო. ხალხის დაკვეთა იყო სამართლიანობის აღდგენა და არა პოლიტიკური ანგარიშსწორება და ძალიან გული მტკივა, რომ ხელისუფლებამ ვერ გაამართლა იმედები“, -თქვა ბურჭულაძემ.

განყოფილება: სამართალი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა