ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ოქროს სერტიფიკატები წარმატებულად დასრულებული სასწავლო კურსისთვის

ოქროს სერტიფიკატები წარმატებულად დასრულებული სასწავლო კურსისთვის
31-05-2017, 00:00

ქალბატონებს წარმატება საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ხელაძემ პირადად მიულოცა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი უკვე რამდენიმე წელია საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს სთავაზობს ონლაინ სასწავლო პროგრამებს. მათ შორისაა „თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლები", რომელიც თვითმმართველობის საჯარო მოხელეებისთვის შეიქმნა. საჯარო მოხელეები 2 თვის განმავლობაში, სამსახურის პარალელურად, გადიოდნენ კურსს რომელიც მოიცავდა თვითმმართველობის შესახებ პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილს. აღნიშნული ონლაინ კურსის მესამე სასწავლო ციკლი წარმატებით დაასრულა და ასევე ოქროს სერტიფიკატები აიღეს საკრებულოს დეპუტატმა რომან ბიწაძემ, საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ძიძიგურმა , აპარატის თანამშრომლებმა - ნინო ებრალიძემ და მაია კუპატაძემ. ონლაინ სასწავლო პროგრამა შეიქმნა პროექტის „დისტანციური სწავლება ეფექტური თვითმმართველობისთვის" – ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო".

განყოფილება: სამართალი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები