რომ ადგილობრივი სოციალური პროგრამიდან გარკვეული თანხა მიიმართოს ოპერაციების თანადაფინანსებისთვის. „გადაუდებელი ოპერაციების გარდა ადამიანებს ჭირდებათ სხვა სერვისიც. ჩვენი ინიციატივაა, რომ მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე სოციალურ პროგრამაში გათვალისწინებული იყოს სამედიცინო მომსახურებისთვის დახმარება. კერძოდ, არასაპენსიო ასაკის მოქალაქეები, რომლებიც დაავადებულები არიან კოქსართროზით და საჭიროებენ მენჯ-ბარძაყის პროტეზირებას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 ათასიდან 100 001 ქულამდეა, დახმარება განესაზღვროს ოპერაციის ღირებულების 50%-ით. ასევე გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური ქირურგიული ოპერაციების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თანადაფინანსება, რაც განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან სხვა გზით გათვალისწინებული თანადაფინანსების გამოკლების შემდეგ პაციენტის დარჩენილი სახელმწიფოს დაუფარავი სერვისების გადასახადი წილი 50%- ით დაფინანსდეს“ - ასეთია ფრაქციის ინიციატივა. მათი გამოანგარიშებით, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით ასი ათასი ლარის ფარგლებშია. „ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ ინიცირებული პროგრამის ამოქმედება გამოიწვევს ამ სერვისით მოსარგებლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებას და შესაბამისად, ნაკლებ ფინანსურ დანახარჯს. რაც საბოლოოდ, ხელს შეუწყობს ჯანდაცვის ზრუნვის სახელმწიფო პოლიტიკის სწორად და ეფექტურად გატარებას“, -ამბობს ფრაქციის ხელმძღვანელი ნონა მურვანიძე და თვლის, რომ საამისოდ თანხები 20017 წლის ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული. ქალბატონი ნონა ერთჯერადი დახმარებების პროგრამასაც ეხმიანება. მისი თქმით, წელს 500–მდე ასეთი განცხადება დაკმაყოფილდა. მარტო წინასაარჩევნოდ 200–ზე მეტი განცხადება იქნა განხილული და ყველა დაკმაყოფილდა. ეს არის ფაქტი და რეალობა _ ამბობს ფრაქციის ხელმძღვანელი. ფრაქციის წევრი დარეჯან ბურჭულაძე იმედოვნებს, რომ მათ ინიციატვიას იმიტომ არ დაბლოკავენ, რომ ოპოზიციის მიერ არის ინიცირებული. მე შეიძლება ბევრი რამ არ მომწონდა ნაციონალური მოძრაობის~, ვიყავი მის ოპოზიციაში, მაგრამ თუ ისინი კარგ საქმეს გაუწევდნენ ლობირებას, მხარს ვიუჭერდი. რატომ უნდა გვითხრან უარი. ეს არის ძალიან კარგი ინბიციატივა, რომელიც რამდენიმე ადამიანს სიცოცხლის საშუალებას მისცემს~. ფრაქცია „მეტი ქალი პოლიტიკაში“ წევრები თვლიან, რომ ერთჯერადი დახმარებების გაცემის პროგრამა წყალში გადაყრილი ფული უფროა, ვიდრე რეალურად მოქმედი პროგრამა. ფრაქციის ინიციატივას სოლიდარობას უცხადებს აცანის მაჟორიტარი, ფრაქცია დამოუკიდებელის~ თავმჯდომარე, ემზარ თედორაძე, რომლის თქმითაც, აუცილებელია მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს შესაბამისი თანხები და მოხდეს იმ ადამიანებისთვის დახმარების გაწევა, ვისთვისაც ეს აუცილებლობას წარმოადგენს. იგი აქვე სოფელ შუხუთში მცხოვრებ ნ. კ.–ის შემთხვევას ასახელებს, რომელსაც მხედველობის აღსადგენად უცხოეთში ჭირდება მკურნალობა, რაც სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული. „ლანჩხუთში საკმაოდ ბევრმა იცის ამ ახალგაზრდა ქალბატონის მდგომარეობა, რომელსაც მხედველობა აქვს დაკარგული. როგორი მძიმეა მისი მდგომარეობა ამაში შუხუთის მაჟორიტარიც დამეთანხმება. ქალბატონს საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაცია ესაჭირეობა საზღვარგარეთ, რაც თავისთავად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან არ ფინანსდება. ოპერაცია თურქეთში უნდა გაკეთდეს, ოჯახი ყველანაირად, შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს საჭირო თანხა მოიძიებას, რომ ნინოს მიეცეს საშუალება საკუთარი შვილი დაინახოს. თუმცა, ეს არ არის ადვილი და მათ დახმარება ჭირდებათ. ვფიქრობ, გამგეობის სოციალურ პროგრამაში უნდა იყოს ამ კატეგორიის ადამიანებისთვის დახმარების გასაწევად თანხები გათვალისწინებული.“, -ამბობს თედორაძე. აისახება თუ არა ფრაქციის „მეტი ქალი პოლიტიკაში“ ინიცირებული პროექტი მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში, ეს მაშინ გაცხადდება, როცა საკრებულოს ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი დაუბრუნდება, თუმცა, მანამდე გამგეობის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მიერ 29 ნოემბერს საკრებულოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ურთულესი მდგომარეობა გვაქვს და მთავრობის მოთხოვნაა, რომ ბიუჯეტი 10%-ით შემცირდეს და თანხები მიმართოს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0