რომან ბიწაძემ კოლეგებს შეახსენა, რომ 2016 წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სოციალური პროექტების თანხა უფრო შემცირებულია, ვიდრე გასულ წელს იყო. `რესპუბლიკელმა~ ბიწაძემ სხდომაზე მყოფ გამგებელ ზაზა ურუშაძეს მიუგო: `როცა ქვეყნის ბიუჯეტის ნახევარი სოციალურ პროექტებზე მიდის, ლანჩხუთში ასეთი დაბალი ციფრი არ უნდა იყოს. ჩვენზე მეტი აქვს ჩოხატაურს შეგიძლიათ გადაამოწმოთ.~ ურუშაძემ სხდომაზევე დაურეკა ჩოხატაურის გამგებელს. როგორც ჩანს კუჭავამ დაუდასტურა ბიწაძის ინფორმაციის სისწორე და გამგებელს სესიაზე დამატებითი განმარტება აღნიშნულ საკითხზე აღარ გაუკეთებია. როგორც ცნობილია, წელს სოციალურ პროექტებზე ბიუჯეტის 11,1% დაიხარჯება. რა სოციალური პროექტები არის გათვალისწინებული მიმდინარე წელს ამას `ჰო და არა~ დეტალურად გთავაზობთ. უკვე დამტკიცებულ სიაში დეტალურად არის გაწერილი თუ რა თანხები დაიხარჯება და რას ითვალისწინებს კონკრეტული პროექტი. სიაში პირველი ადგილი `მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამას~ უკავია. მისი მიზანი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული უკიდურესად შეჭირვებული მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარებაა. როგორ პროგრამაში წერია, გასულ წელს 60 ბენეფიციალი იკვებებობა უფასო სასადილოში დღეში ერთჯერ. წელსაც ამდენივე ბენეფიციალ მოემსახურება უფასო სასადილო და ამისთვის ბიუჯეტიდან 77 ათასი ლარია გამოყოფილი. შემდეგია `მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა~. პროექტის მიზანს წარმოადგენს _ მრავალშვილიანი ოჯახების (რომელთაც ჰყავს 4 და მეტი შვილი 16-დან 18 წლამდე ასაკის თითეულ ბავშვზე მიიღებენ 25 ლარს. ოჯახს უნდა გააჩნდეს სარეიტინგო ქულა 100001-მდე. დახმარებას მიიღებენ ასევე ის ოჯახები, რომლებთაც ჰყავთ 4 და მეტი 18 წლამდე შვილი და რომელთა სარეიტინგო ქულა 100001-ს ზემოთ) ყოველთვიური ფინანსური დახმარება. 2016 წელს 40 ათასი ლარია გამოყოფილი აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად. სიაში მესამეა _ `მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა~. პროგრამის მიზანია: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები და რეგისტრირებული, ხანძრისა და მეწყერისაგან დაზარალებული, ასევე საცხოვრებლად უვარგისი სახლების მქონე ოჯახების დახმარება. როგორც ირკვევა პროგრამით გასულ წელს 35 ბენეფიციალი სარგებლობდა. მატერიალური დახმარება მოიცავს _Lშესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში ქირის თანხით უზრუნველყოფა, არაუმეტეს თვეში 100 ლარისა. წელს 45 ათასი ლარია გათვალისწინებული ასეთი კატეგორიის ოჯახებისთვის. მეოთხეა _ `სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამა~. პროგრამის მიზანია: სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარება. სულ გათვალისწინებულია 50 ათასი ლარი და დეტალურად არის ჩამოთვილი პროგრამის აღწერაში, რაზე რა თანხა გაიხარჯება: `გარდაცვლილი ომის მონაწილის ოჯახისათვის დახმარების აღმოჩენა, კერძოდ სარიტუალო მომსახურებისას ფინანსური დახმარება 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ასევე მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეთათვის ერთჯერადად დახმარების გაწევა 9 მაისთან დაკავშირებით (თითოეულს 200 ლარის ოდენობით) დღეის მდგომარეობით არის 19 ბენეფიციარი). გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების ოჯახებისათვის ერთჯერადად 100 ლარით დახმარება (34 ბენეფიციარი). საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების ოჯახებისათვის 27 სექტემბერს (სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით 14 ბენეფიციარი), 8 აგვისტოს (აგვისტოს ომთან დაკავშირებით, 3 ვეტერანი) 200 ლარით დახმარება (17 ვეტერანი სულ 3400 ლარი). საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შემდგომ გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილე ვეტერანთა შეჭირვებული ოჯახების (55 ბენეფიციარი), სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების შეჭირვებული ოჯახებისათვის (5 ბენეფიციარი), რომელთა ოჯახების სარეიტონგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების ოჯახების ყოველთვიურად 50 ლარით დახმარება. პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდი ვეტერანებისათვის ყოველთვიურად 100 ლარით დახმარება (3 ვეტერანი საჭიროებს 3600 ლარს) 3 მარტთან დაკავშირებით დაღუპული მეომრების დედების დასაჩუქრება 100 ლარით (15 ვეტერანის დედა 3000 ლარი) ომში დაღუპული მეომრების საპატივცემლოდ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ ღონისძიებებთან დაკავშირებით საჩუქრის გადაცემა (400 ლარი).~ `მაღალმთიანი სოფლებიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამას~ _ სიაში მე-5 ადგილი უჭირავს. პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოსწავლეების ტრანსპორტირება სკოლამდე და სკოლიდან, რადგანაც აღნიშნულ ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს სამგზავრო ტრანსპორტი, ამ მიზნით ბიუჯეტით გამოყოფილია შესაბამისი სახსრები. აღნიშნული პროგრამით სარგებლობს ერთი სკოლა (სასულიერო გიმნაზია. სულ 29 მოსწავლე). გათვალისწინებულია 5400 ლარი. მეექვსეა ცენტრ `იავნანას~ თანადაფინანსების პროგრამა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ცენტრ `იავნანაში~ დარეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი 24 ბავშვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა. პროგრამა 10 ათასი ლარით ფინანსდება. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა მეშვიდეა სიაში და მისი მიზანია, მათი ფინანსური დახმარება. პროგრამი აღწერით _ დევნილთა ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან ლანჩხუთის მუნიციაპალიტეტში, ერთჯერადად მიეცემათ საშეშე მერქნის შესაძენი თანხა 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია ასეთი 64 ოჯახი (173 დევნილი). ამისთვის ბიუეტიდან 12800 ლარია გამოყოფილი. `ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანადაფინანსების, ეროვნული სკრინიგ ცენტრიდან და სამედიცინო დაწესებულებაში მოწვეული სპეციალისტის ბინით უზრუნველყოფის პროგრამა~ მერვეა სიაში და ამისთვის 8600 ლარია გათვალისწინებული. მეცხრე ადგილზეა: `მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამა~, ამისთვის 100 ათასი ლარია გამოყოფილი. 15 ათასი ლარია გამოყოფილი ლანჩხუთის რეგიონალური ორგანიზაციის ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბის~ სარეაბილიტაციო თანადაფინანსების პროგრამისთვის, ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალებისათვის. ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარების პროგრამა. პროგრამის აღწერაში ვკითხულობთ: `ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული 100 და მეტი წლის ასაკს გადაცილებული ხანდაზმულების ერთჯერადი დახმარება (დაბადების დღეს ან ხანდაზმულთა დღეს 1 ოქტომბერს)~. სულ გათვალისწინებულია 2000 ლარი.
`როცა ქვეყნის ბიუჯეტის ნახევარი სოციალურ პროექტებზე მიდის, ლანჩხუთში ასეთი დაბალი ციფრი არ უნდა იყოს~

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0