ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა არის `მოსული პონტი~ ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე?!

რა არის `მოსული პონტი~ ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე?!
22-02-2016, 00:00

წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი საკითხი. რომლის შესახებაც გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ ისაუბრა. მისი განმარტებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის #175 განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 3419997 ლარი რომელიც უნდა აისახოს როგორც შემოსავლის, ისე ხარჯვით ნაწილში. ამასთან, `2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-8 თავის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტები ვალდებულია განახორციელოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების თანადაფინასება, ამ მიზნით მიზანშეწონილია დამატებით გამოიყოს 80000 ლარი პროექტების თანადაფინასების უზრუნველყოფის მიზნით, გაიზარდოს საშემოსავლო გადასახადის გეგმა 80000 ლარით. 2016 წლის იანვარ-თებერვალში მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის შედეგად განხორციელდა სტიქიის სალიკვიდაციო რიგი ღონისძიებები, რის გამოც მიზანშეწონილია სარეზერვო ფონდი გაიზარდოს 5000 ლარი თავისუფალი ნაშთის ხარჯზე. გარდა ამისა, ბატონი როლანდის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ინტერნეტის არსებული ქსელი ამორტიზირებულია, მოძველებულია ქსელის მართვის არსებული მოწყობილობები, რის გამოც შეუძლებელია ქსელის სრულყოფილად ფუნქციონირება და მისი მართვა. არსებული აპარატურა არ იძლევა გამართულად მუშაობის შესაძლებლობას, რისთვისაც მუნიციპალიტეტში სისტემატურად ფერხდება კომპიუტერულ-ტექნიკურ ბაზასთან მუშაობა. შესაცვლელია მთლიანად არსებული ქსელი. რისთვისაც გამოთავისუფლებული ნაშთის საფუძველზე 10 000 ლარი გამოიყოფა.საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა გია გოგუაძემ რამდენიმე შენიშვნა ჩამოთვალა და კოლეგებს მიუგო, რომ უკანონობის დაკანონებას ხელს ნუ ავუწევთო. `არ ვაპირებდი გამოსვლას, მაგრამ ჩვენ ფრაქციის სხდომაზე განვიხილეთ ეს საკითხი, დავდეთ დასკვნა, ასევე დასკვნა დადო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ. თუ ამ დასკვენს არ ვითვალისწინებთ, მაშინ რაღას ვდებთ. მინდა გავერკვე, 4-ჯერ საკრებულო სხდომის მოწვევა ელემენტარულ საკითხზე შეიძლება? ხომ შეიძლებოდა ერთ სხდომაზე დაგვემტკიცებინა ეს 18 ათასი ლარი. როგორც ვიცი, ასე მოხდა ჩოხატაურის და ოზურგეთის შემთვევაში. ახლა გამოდის, რომ კიდევ ერთხელ მოგვიწევს შეკრება, იმიტომ რომ მთლიანი თანხა არ არის გათვალისწინებული.~ მან კოლეგებს ისიც შეახსენა, რომ კანონში 15%-იანი თანადაფინასებაა ნახსენები, მაგრამ ვინაიდან მუნიციპალიტეტებს ძალიან უჭირთ ამიტომ არის საუბარი 5%-ზე. ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე ოპოზიციონერის შენიშვნებს არ დაეთანხმა: `ერთი პროცენტიც არ არის მართალი. ყველაფერს ტყუილს ამბობ. რატომ გიკვირთ სხდომის მოწვევა. თუ კიდევ იქნება საჭირო, მოვიწვევთ, აქ უხერხულობა რატომ იქნება, არ ვიცი. არც ოზურგეთსა და ჩოხატაურში მომხდარა ამის დამტკიცება ერთ სხდომაზე. გადაამოწმეთ, ბატონო, რასაც ამბობთ ხოლმე.~გამგებელს უმრავლესობის წევრებიც დაეთანხმნენ. ოპოზიციონერმა კახა ასკურავამ თანაპარტიელის ნათქვამი განუმარტა კოლეგებს: `გიას აქ ზღაპარი კი არ მოუყოლია. ასე მოხდა ნამდვილას ოზურგეთსა და ჩოხატაურში. ლანჩხუთმა თუ მოითხოვა მეტის საშუალება არ მაქვსო, ჩოხატაურმა რა იგივე არ გააკეთა?! თუ ფინანსთა სამინისტროში `მოსული პონტია~ ასეთი რამ?!~`მოსული პონტია~ _ რამდენჯერმე გაიმეორა ურუშაძემ და განმარტა, რომ ჩოხატაურს 30 ათასი ლარით უნდოდა თანამონაწილეობა, მაგრამ უარი უთხრეს. `ჩვენ დღეს 80 ათას ვამატებთ, რაზეც ფინანსთა სამინისტროსთან გვაქვს შეთანხმება.~ _ ბრძანა ბატონმა გამგებელმა.სხდომაზე ისიც განმარტეს, რომ გასულ წლის ბიუჯეტში მილიონ ლარზე მეტი ისედაც იყო ჩადებული, რომელიც წელს გადმოვიდა და დაემატა 2 მილიონზე მეტი. აქედან გამომდინარე, ბოლოს დამატებული თანადაფინასება უნდა მოხდეს და არა იმის, რაც გასულ წლიდან გადმოგვყვა.საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელძღვანელმა ალეკო სარიშვილმა დასკვნაში გვიწერია, რომ კარგი იქნებოდა ერთ სესიაზე დაგვემტკიცებინა ეს თანხა, თუმცა თუ რამდენიმეჯერ მოგვიწია შეკრება, ესეც არ არის დანაშაულიო.დასკვის არსებობაზე არაინფორმაციულობა გააპროტესტა ფრაქცია `მაჟორიტარების~ თავკაცმა. `მე ვარ ბიუროს წევრი. ბიუროს სხდომაზე იყო ამ საკიტხზე მსჯელობა, მაგრამ ასეთი დაკვნა თუ არსებობდა ნამდვილად არ ვიცოდიო~ _ განაცხადა ჯუმბერ ბლაგიძემ.ბოლოს სხდომაზე მყოფ იურისტებსაც თხოვეს კომენტარი, რამდენად კანონიერია საკრებულოს ამდენი სხდომის ჩატარება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითო. რაზეც განმარტეს, რომ ეს კანონდარღვევა არ იყო. შესაბამისად საკითხი კენჭისყრაზე დადგა. სხდომაზე მყოფი 26 დეპუტატიდან უმრავლესობამ წარმოდგენილ ცვლილებას მხარი დაუჭირა. ფოტო: მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქის გვერდიდან

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა