გუშინწინ, ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ახალი შემადგენლობით პირველი სხდომა გამართა _ ცნობილია, რომ აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარესა და მდივანს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ და შესაბამისად, ცესკომ ორ წევრზე ვაკანსია გამოაცხადა, რომელიც ყოფილმა მუდმივმა წევრმა და მდივანმა თამარ ბისიეშვილმა და ახალმა კადრმა, არჩევნების პერიოდში საოლქოს წევრმა, ლალი კიკაბიძემ დაიკავეს.ზუსტად 15 საათზე საოლქო კომისიაში სხდომა დაიწყო, რომელსაც თავმჯდომარის მოადგილე ლაშა კილაძე უძღვებოდა. როგორც ითქვა, მიმიმუმ ორ წევრს შეეძლო კანდიდატურის დასახელება _ ხატია აბშილავამ და ნინო მგელაძემ საოლქო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე თამარ ბისიეშვილის კანდიდატურა დაასახელეს. ერთადერთ პრენდენტს მხარი 4 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი ლალი კიკაბიძე წავიდა. სწორედ მისი კანდიდატურა დასახელდა მდივნის ვაკანსიაზე, რაზეც უარი განაცხადა. შემდეგ დასახელდა ნინო მგელაძის კანდიდატურა, რომელსაც 5-ივე წევრმა დაუჭირა მხარი.ორივე ახალარჩეული საარჩევნო სისტემაში გამოცდილი კადრია. თამარ ბისიეშვილი 2004 წელს საოლქო კომისიის თავმჯდომარე ერთხელ უკვე გახლდათ, 2006-2008 წლებში საოლქო კომისიის წევრი იყო, ხოლო 2008 წლიდან კომისიის მდივნის პოსტი ეკავა. მან ცესკოს 13-ივე წევრის მხარდაჭერა მიიღო _ ნეიტრალური, მაგრამ მაინც პრო-სახელისუფლოდ მიჩნეული 5 წევრის, მმართველი კოალიციის ამდენივე წარმომადგენლისა და სამივე ოპოზიციური პარტიის, რაც მის მიმართ არსებულ მაღალ ნდობაზე მიუთითებს. ნინო მგელაძეც 2008 წლიდან საოლქოს მუდმივი წევრია, თავის დროზე მან კონკურსში 98 ქულა მიიღო და მაინც საოლქოს მიღმა აღმოჩნდა _ მაშინ `ჰო და არას~ მიერ ატეხილმა ხმაურმაც შეიტანა წვლილი, რომ თავისი სიმართლე გაეტანა.რაც შეეხება ლალი კიკაბიძეს, კულუარებში ის თავმჯდომარის პოსტზე მოიაზრებოდა და მდივნობაზე მისი უარიც ერთგვარ პროტესტს ჰგავდა. თუმცა მან ამაზე კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ “გამოიყენა თავისი უფლება, როცა მდივნობაზე უარი თქვა”. შესაბამისად, კულუარებში დაანონსებული “სკანდალი” არ შედგა _ ამაში წვლილი ბისიეშვილის 13-დან 13-მა შეიტანა, რაც უკვე ნიშნავდა იმას, რომ მის კანდიდატურაზე ყველა “ორივე ხელით” თანხმდებოდა...
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0