ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

`შარშან ამ დროს თხილი 12–13 ლარი ღირდა, ახლა საერთოდ აღარ ვიბარებ~

`შარშან ამ დროს თხილი 12–13 ლარი ღირდა, ახლა საერთოდ აღარ ვიბარებ~
12-02-2016, 00:00

გასულ წელს საქართველოში თხილის ფასმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. მასზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ გურიაში 2015 წლის თებერვალ-მარტში ერთ კილოგრამ თხილს 12-13 ლარში იბარებდნენ. როგორც ცნობილია, გურია თხილის ფასის მერყეობით წლებია გამოირჩევა. საქართველოში ძირითადად ფასს სამეგრელო ადგენს~. ამიტომაც არის ზუგდიდში ლანჩხუთთან შედარებით ყოველთვის მაღალი ფასია. გურიაში ფასის სიდიდით პირველ ადგილზე ოზურგეთია. როცა მხარის მთავარ ქალაქში ერთი კილოგრამი თხილი პირობითად 5 ლარი ღირს, ჩვენთან მინიმუმ 50 თეთრით ნაკლები ღირს. გასულ წელს ხელისუფლებაც ღიად ალაპარაკდა, რომ თხილის წარმოების ხელშეწყობა სახელმწიფო დონეზე უნდა ასულიყო და ამით ხალხს მეტი შემოსავალი გაუჩნდებოდა. საუბარი იყო თხილის კოოპერატივების შექმნაზეც. სწორედ ამ თემაზე გასული წლის ზაფხულში ლანჩხუთში შეხვედრა გაიმართა, სადაც იმ გზებზე და მიზნებზე ისაუბრეს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან იყო დაგეგმილი. მაშინ ძირითადი კითხვები ფასთან დაკავშირებით დაისვა. საქართველოში მოწეული თხილის მოსავალი თურქეთს კონკურენციას მაღალ დონეზე ვერ უწევს და ამიტომ ფერმერთა თხოვნა იყო, იქნებ პირდაპირ ევროპულ ბაზარს დაგვაკავშიროთო. ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერა ამ კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯად მოინათლა. მსოფლიოში თხილი ბევრს ქვეყანაში არ მოდის, აქედან გამომდინარე საქართველოს იმ ხუთეულში შედის, რომელიც ბაზარზე თავის მოკრძალებულ სიტყვას ამბობს. დათვლებით, გასულ წელს ჩვენს ქვეყანაში 100 მილიონ ლარზე მეტი შემოვიდა თხილის ბიზნესიდან. ეს მოლოდინი იყო წელსაც. მით უფრო, რომ ცნობილი იყო მეზობელ თურქეთში, როგორც გასულ წელს ნაკლებ მოსავალს ვარაუდობდნენ და თხილის მეპატრონეთა უმეტესობა ფასს 10 ლარს ქვემოთ არც ელოდა.გასული წლის სექტემბრის დასაწყისში, როცა თხილის ჩაბარების სეზონი გახსნილად გამოცხადდა, ფასი 5 ლარი იყო. გურულების უმეტესობამ თხილის შენახვა ამჯობინა, თებერვალ-მარტის ფასის გამოცდილებით. შესაბამისად, მათმა ნაწილმა სესხებიც კი აიღეს, რათა კაი ფასის შემთხვევაში უფრო ეხეირათ. თხილის ფასის პირველი დაცემა სექტემბერშივე მოხდა, როცა აღმოჩნდა, რომ ჩევნთან მოწეული მოსავლის უმეტესობა არც თუ ისე ხარისხიანი იყო და ევროპის ბაზრებზე მისი გატანა გაჭირდა. არადა, ხარისხიანის შემთხვევაში მისი ფასი ევროპულ ბაზრებზე 15 ევროს არ ჩამოუვარდებოდა. როგორც კი საზღვრებს მიღმა ქართული თხილი დაიწუნეს, ჩვენს ბაზარზე მისი ფასი ნელ-ნელა შემცირდა. გაჩნდა გარკვეული დეფიციტი, რადგან მოსახლეობამ მისი ჩაბარებისგან თავის შეკავება ამჯობინა. სწორედ მაშინ გადააჭარბა ფასმა 8 ლარიან ნიშნულს. ეს მხოლოდ ორიოდ კვირას გაგრძელდა და შემდგომ ისევ ქვემოთ წამოვიდა.დღეის მდგომარეობით ფასი უმაღლესის~ ( ბერძნულა~) შემთხვევაში 4 ლარია, ხოლო ჩვეულებრივი~ _ 3 ლარი. ჰო და არამ~ ჩვენს ქალაქში არსებულ თხილის ჩამბარებელი პუნქტები, რომელებიც ძირთადად მიკროავტობუსების სახით არის წარმოდგენილი, მოინახულა და მოვაჭერეებსაც გაესაუბრა. უმეტესობა კლიენტების ნაკლებობაზე საუბრობს: დღეს 3 და 4 ლარია თხილი. მთელი დღეა აქ ვართ და შესაძლოა, 20-30 კილოგრამი ჩავიბაროთ. დაბალ ფასს ყველა უფრთხის.~ცნობისთვის, მიკროავტობუსების რაოდენობაც, რომლებიც თხილს იბარებენ, აშკარად შემცირებულია. თვეების წინ ქალაქის ცენტრში, აჯანყებული გურულის ძეგლის მიმდებარედ იმდენი თხილის ჩამბარებელი პუნქტი იყო გახსნილი, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სპეციალური ღონისძიებების გატარება მოუხდათ და ისინი საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს.ჩამბარებელ პუნქტებზე დიდი ასოებით აწერია: უმაღღეს ფასში. ერთ-ერთან მივდივართ. სიცივისგან მინები ბოლომდე აქვს აწეული: შენ დღეს პირველი ხარ ვინც ფასს კითხულობს. დაეცა მაგრად და არინ აღარ მოდის. ფული ბანკიდან გამოვიტანე და ეს პატარა ბიზნესი წამოვიწყე, მარა რად გინდა, ახლა ბანკის ვალსაც ვეღარ ვიხდი. ცალკე ლარი დაეცა და ცალკე თხილის ფასი. 3,2 ლარს ვიხდი უბრალო თხილში, სუპერში 4,3 ლარი. ბლომად თუ არის, ასე 200-300 კილო შეიძლება 4,4 ლარიც გადავიხადო. 4,5 ბევრია, მე არაფერი დამრჩება. 8,7 ლარი იყო ბერძნულა~, ჩიჩა~ და გულშიშველა~ _ 6,4 ლარი. ახლა იმის ნახევარიც აღარ გამოდის.~ შარშან ამ დროს თხილი 13-13 ლარი ღირდა, ახლა საერთოდ აღარ ვიბარებ. 4 ტონა თხილი აგერ მაქვს, 5 ლარშია აღებული და მის ფასშიც აღარ მიაქვენ. ლარი ისე დაეცა, ვფიქრობდით, წელს თხილის ფასი 20 ლარამდეც ავიდოდა, მაგრამ უხარისხობის გამო ასეთ სიტაციაში ვართ.~გავრცელებული ცნობით, თხილის ფასი მეზობელ თურქეთშიც დაცა და ეს დამატებითი თავსატეხია ქართველებისთვის. თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელია ამბობს, რომ თხილის ფასის მომატება უახლოეს დღეებში არ მოხდება. როგორც მოგეხსენებათ, თხილის ფასს განსაზღვრავს მსოფლიოს ბაზარზე თურქეთი. აქედან გამომდინარე, როდესაც მოსავალი დიდია თხილის დეფიციტი არ არის ბაზარზე და როდესაც თურქეთში თხილი იაფდება, იაფდება ჩვენთანაც, საქართველოში. გულშიშველა~ იმიტომ ღირს 3 ლარი,რომ მისი ხარისხი არ ვარგა, რაც შეეხება ბერძნულას,~ ამ წუთებში მისი ფასი 5 ლარი და 40 თეთრია. ისევ მივდივართ იმ პრობლემასთან, რაზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, რომ ქართული თხილის პრობლემა არის შრობა. ცუდი შრობიდან გამომდინარე გულშიშველას~ გამოსავლიანობის პროცენტი არის ძალიან დაბალი და ამიტომ მისი ფასიც დაბალია~.ტელეკომპანია რუსთავი2~ის გადაცემა ბიზნეს კურიერში~ კი თხილის ფასის დაცემაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თხილის ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურა. მთავრობის მონაწილეობა ფასის განსაზღვრაში არის მინიმალური, ფაქტიურად ნულს უტოლდება. თურქეთი არის ერთ-ერთი მოთამაშე თხილის ბაზარზე მსოფლიოში და დიდწილად არის დამოკიდებული მის წარმოებებზე, მასშტაბებზე და ა.შ. თუ რა ფასი ექნება თხილს საერთაშორისო ბაზარზე~. _ ამბობს ნოდარ კერესელიძე.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები