ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ფაროსანა გურიაში ჯერჯერობით, მხოლოდ ნაყოფების დაზიანებით გამოირჩევა!

ფაროსანა გურიაში ჯერჯერობით, მხოლოდ ნაყოფების დაზიანებით გამოირჩევა!
30-01-2018, 10:39

გელა ზენაიშვილი: ,,შარშანდელმა წელმა დაგვანახა, რომ აზიურ ფაროსანასთან წინააღმდეგ ბრძოლის მექანიკური და აგროტექნიკური ღონისძიებები საკმარისი არ აღმოჩნდა მავნებლის შესამცირებლად. რადგანაც, მათმა რიცხოვნობამ გადააჭარბა მავნეობის კრიტერიუმს არსებული კულტურებისათვის.არ დარჩენილა არცერთი სასოფლო-სამეურნეო კულტურა, რომელზეც აზიურ ფაროსანას უარყოფითად არ ემოქმედა., თუ არ ჩავთვლით კივის ნაყოფს, რომელმაც ფაქტიურად ბუსუსების გამო გაუძლო ფაროსანას შემოტევას. მან ,,დაგვიმტკიცა“, რომ იგი ნამდვილად ნაყოფმჭამია მწერია. მის აქტიურ ფაზაში არ ანსხვავებს ჩვენთან გავრცელებული არცერთი კულტურის ნაყოფს: კაკლოვნებს(თხილი, ნიგოზი), მარცვლოვნებს(ჩვენს პირობებში სიმინდს და ლობიოს), კენკროვნებს(ჟოლოს და მაყვალს), თესლოვნებს(განსაკუთრებით მსხალსა და ვაშლს), ციტრუსოვან კულტურებს და ჩვენთან არსებულ ყველა სუბტროპიკულ კულტურებს. ასევე, მისი მავნეობა გავრცელდა ბოსტნეულ და ბაღჩეულ კულტურებზე.მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ, ამის გამო, გასულ წელს მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო. განსაკუთრებით, სტრატეგიულ კულტურაზე_ თხილზე, რომლის ზარალმა 2 500 ჰექტარზე დაახლოებით შეადგინა - ცხრა მილიონი ლარი. საკმაოდ დიდი ზარალი მიადგა მესიმინდეებსაც, ფაროსანას ინვაზიურობით საჰექტრო-საშუალო მოსავლიანობამ მხოლოდ 1, 3 მეათედი ტონა შეადგინა. თუ შევადარებთ წინა წლებს, სადაც საშუალო მოსავლიანობა 2,5 მეათედი ტონა იყო, დათესილ 4 000 ჰექტარ ფართობზე საბაზრო ზარალმა შეადგინა სამ მილიონამდე ლარი. თუ სხვა კულტურებიის ზარალსაც გავითვალისწინებთ, მოსახლეობის ეკონომიკური უკუსვლა აზიური ფაროსანას მავნეობით კოლოსარულია ფულად ერთეულში გამოხატული. თუ ბოლო წლებში, თხილის ექსპორტი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი იყო და იგი ფერადი ლითონების შემდეგ, მეორე საექსპორტო მაჩვენებლით ხასიათდებოდა, გასული წლისათვის თხილის საექსპორტო მაჩვენებელი ათეულს მიღმა დარჩა. სახელმწიფო თხილის ექსპორტით, ყოველწლიურად 282 მილიონი ლარით ხეირობდა, გასული წლის მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იქნება. ჩვენ მოსახლეობას, ბოლო წლებში მწერების მავნეობასთან დაკავშირებით ჰქონდა სხვადასხვა გამოწვევები. მაგალითად: სიმინდის ტაროს ფარვანასა და ხვატარის, ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკული თეთრი პეპელას, მაგრამ, ფერმერებს გვინდა ვაუწყოთ ამ მავნებლებთან შედარებით აზიური ფაროსანას განსაკუთრებული მავნეობა, მისი ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური თვისებების გამო. რას ნიშნავს ეს: თუ ამერიკული თეთრი პეპელა მხოლოდ მცენარის ფოთლებით იკვებებოდა და მის ზარალს ნაყოფზე ვერ ვგრძნობდით, ხოლო ამის გამო სრული უნაყოფობა მოსახლეობას არ ურგძვნია, აზიური ფაროსანა გურიაში ჯერჯერობით, მხოლოდ ნაყოფების დაზიანებით გამოირჩევა. თუ ამერიკული პეპელა სრული გარდაქცევის მწერია(იგი მხოლოდ მატლის ფაზაში იკვებება), აზიური ფაროსანა არასრული გარდაქცევის მწერია და კვერცხიდან გამოსვლის შემდეგ, ყველა თობაში შეუძლია ზარალის მოტანა. ამერიკული თეთრი პეპელას არეალის დაკავების დრო გაცილებით ხანგრძლივია, ხოლო ფაროსანას შეუძლია 35 კილომეტრზე მთელი პოპულაციით გადაადგილება. ასევე, აზიური ფაროსანა გაცილებით მეტად ,,ზრუნავს“ შემდგომი თაობების შენარჩუნებისათვის, ვიდრე ამერიკული პეპელა ან სხვა მავნებელი. რადგან, ფაროსანა მოსვენების პერიოდს გადის მწერის სახით, სხვა დანარჩენები კი ძირითადად კვერცხის სახით. რადგანაც მსოფლიოში ჯერჯერობით არ არსებობს ისეთი სელექციური პრეპარატი, რომელიც მავნეობის გამომწვევ მწერზე მოქმედებს, ამის გამოც მეცნიერები რეკომენდაციებს აძლევენ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც ნაკლებად აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას და ბიოსფეროს, ან იყენებენ ბიოპრეპარატებს, თუ მისი მოქმედების ეფექტურობა მავნებლის წინააღმდეგ დასტურდება. მინდა მოსახლეობას გავაცნო სახელმწიფო სტრატეგია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ: სახელმწიფომ გამოყო 50 მილიონი ლარი ამ მავნებელთან ბრძოლის წინააღმდეგ. მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაიდგმება 100 000-ზე მეტი ფერომენი(მისატყუებელი ფირფიტა), რითაც გაირკვევა როგორი სიხშირით და ტემპით ვრცელდება ფაროსანა. ფერმერები მიიღებენ რეკომენდაციებს, როდის და რა ნაბიჯები გადაიდგას. საგრძნობლივ გაიზრდება ავტოპარკი: შეიძენენ 120 მაღალი განვლადობის ტექნიკას(70 მაღალი გამავლობის ავტომობილი, თერმიული ნისლის აგრეგატისთვის და 50 მცირე გაბარიტიანი შემაფრქვეველი), დამატებით იქნება 20 ერთეული სასოფლო-სამეურნეო იმპლემენტი. 2018 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა თანმიმდევრული, დროში და ზუსტად განსაზღვრული გრაფიკით განიხილება(რაც შარშან, გამოუცდელობის გამო ვერ მოხერხდა). სტრატეგია ითვალისწინებს მოსახლეობის თანადგომასაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთობლივი ძალებით უნდა დავამარცხოთ ეს საშიში მავნებელი. მოსახლეობას შეუძლია, მექანიკურად შეებრძოლოს ფაროსანას, რაც გამოიხატება იმაში, რომ სახლის სხვენებში,შინაური ცხოველების სადგომებში, სადაც იზამთრებს ფაროსანა და არააქტიურ ფაზაშია, მაშინ ადვილია მისი თავმოყრა და განადგურება. თქვენ წარმიდგინეთ, ფაროსანას წინააღმდეგ მექანიკურ ბრძოლას არანაკლები ეფექტის მოტანა შეუძლია, თუ ამას მოვახერხებთ მავნებლის კვერცხის დადებამდე. აუცილებლად უნდა გავწმინდოთ თხილის პლანტაციები ზედმეტი ამონაყრებისაგან, რაც ხელს შეუწყობს პლანტაციების ჰაერაციას მიკროორგანიზმების(სოკოების და ბაქტერიების) ჩაბუდების თავიდან ასაცილებლად. ვინაიდან, გასული წლის ლაბორატიულმა დასკვნებმა დაამტკიცა, რომ აზიური ფაროსანას გარდა, თხილის დაავადებაში(თხილის გულის სიდამპლე და ნაცარი) დიდი წვლილი შეაქვს მიკროორგანიზმებსაც, რომლებსაც პროვოცირებასაც უკეთებს ფაროსანას ნაჩხვლეტები და საფუძვლები ეყრება დავადებებს_ ნაცარსა და თხილის გულის სიდამპლეს. ბრძოლის ერთ-ერთ ღონისძიებაში შედის ჩვენს საკარმიდამო ნაკვეთებში განლაგებული მცენარეების ფენოლოგიური კალენდარი, ანუ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, დროის რა მონაკვეთში გამოინასკვება ესა თუ ის ნაყოფი. წინსწრებით შეწამვლა არაეფექტურია, რადგანაც დარიგებული პრეპარატის-ინკასარის აქტივობა მხოლოდ 18-20 დღით განისაზღვრება. მაგალითისათვის გეტყვით: როცა თხილის ნაყოფი გამოსულია და მასზე მავნეობას ახორციელებს ფაროსანა, მეორე კულტურა-მანდარინი ყვავილობს, მისი შეწამვლის პერიოდი დადგება სექტემბრის თვეში. ჩვენს საკსარმიდამო ნაკვეთებში განლაგებული კულტურების ნაყოფების ფენოლოგიური ფაზებიდან გამომდინარე, ოთხჯერ ან ხუთჯერ მოგვიწევს მცენარეების დამუშავება მაქსიმალური ეფექტურობისათვის. შარშანდელმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ სახელმწიფოს მიერ გადმოცემული სოლოაპარატები საკმარისი არ აღმოჩნდა, თხილის 2 500 ჰექტარის დამუშავებისათვის. მიმდინარე წელს საკარმიდამო ნაკვეთებში განლაგებული სხვა მცენარეების, რომლის ფართობი 3 000 ჰექტრამდეა და დამატებით იწამლება, დღის წესრიგში აუცილებლად დადგება, შესაწამლი აპარატების დეფიციტი, რათა აგროვადებში მოვახდინოთ კულტურების დამუშავება. როგორც ვიცით, საჯარო მასივების შეწამვლას სახელმწიფო იღებს თავის თავზე.მუნიციპალიტეტის მერია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის უვნებლობის სააგენტო ერთობლივად შეიმუშავებენ ჩვენი რაიონის სპეციფიკად გამომდინარე, სამუშაო გრაფიკს, რომლის შინაარსაც მიაწოდებენ მოსახლეობას.“ თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის წევრს, ლანჩხუთი  - ჩოხატაურის მაჟორიტარს ქალბატონ ნინო წილოსანს! ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ ზაზა ურუშაძეს! ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდომარეს ბატონ გიორგი ხელაძეს
საქართველოს პარლამენტის წევრს, ლანჩხუთი - ჩოხატაურის მაჟორიტარს ქალბატონ ნინო წილოსანს! ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ ზაზა ურუშაძეს! ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდომარეს ბატონ გიორგი ხელაძეს
1-09-2017, 00:00
ვრცლად
მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგი აზიური ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ეცნობა
მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგი აზიური ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ეცნობა
18-08-2017, 00:00
ვრცლად
ფაროსანას წინააღმდეგ გურიაში ღონისძიებები დაიწყო ფაროსანას წინააღმდეგ გურიაში ღონისძიებები დაიწყო
ფაროსანას წინააღმდეგ გურიაში ღონისძიებები დაიწყო
9-05-2017, 00:00
ვრცლად
ჰოდაარა"დასრულდა დრო, როდესაც თხილის კულტურა თავისით ხარობდა და ჯანსაღ ნაყოფს ყოველგვარი პროცედურების გარეშე ისხამდა" ჰოდაარა"დასრულდა დრო, როდესაც თხილის კულტურა თავისით ხარობდა და ჯანსაღ ნაყოფს ყოველგვარი პროცედურების გარეშე ისხამდა"
ჰოდაარა"დასრულდა დრო, როდესაც თხილის კულტურა თავისით ხარობდა და ჯანსაღ ნაყოფს ყოველგვარი პროცედურების გარეშე ისხამდა"
4-10-2017, 07:16
ვრცლად
რა შედეგები აჩვენა ,,ჰო და არას“ ინტერნეტ საიტზე  hodaara.ge –ზე გამოკითხვამ?! რა შედეგები აჩვენა ,,ჰო და არას“ ინტერნეტ საიტზე  hodaara.ge –ზე გამოკითხვამ?!
რა შედეგები აჩვენა ,,ჰო და არას“ ინტერნეტ საიტზე hodaara.ge –ზე გამოკითხვამ?!
23-02-2018, 12:20
რეკლამა