ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გაძვირდება თუ არა შაქარი და პური

5-10-2020, 13:15

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ორი ძირითადი პროდუქტის, შაქრისა  და პურის გაძვირება მოსალოდნელია. ,,ჰო და არამ” გადაამოწმა ადგილობრივი სავაჭრო ობიექტები. შაქრის ფასთან დაკავშირებით მოვაჭრეები გვეუბნებიან, რომ იგი  ყველა კვირაში 10 თეთრით  ძვირდება,  ზაფხულში შაქრის ფასი  1ლარი და 40 თეთრი იყო, ახლა კი იგი  2 ლარს აღწევს, მოვაჭრეთა ნაწილი შაქრის გაძვირებას სეზონურს უკავშირებს,  ასევე 2 ლარით გაძვირდა ტომარა ფქვილი (25 კგ) და იგი 33-34 ლარია.  ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება 35 ლარია.  მოვაჭრეების თქმით ორშაბათიდან მოსალოდნელია ერთი ტომარა ფქვილის(25კგ) 2 ლარით გაძვირება.
„ამ დროისთვის ქვეყანაში პურის ფასი არ გაზრდილა, თუმცა თუ სიტუაცია არ შეიცვალა შესაძლოა, ორ თვეში ან თვენახევარში პური გაძვირდეს“. ამის შესახებ აცხადებს „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე. მისივე თქმით, პურის ფასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ძირითადად ლარის კურსის ცვლილებამ განაპირობა და პურის ფასის შენარჩუნებას მწარმოებლები გაზრდილი დანახარჯების პირობებში მოგების შემცირების ხარჯზე ახერხებენ.
„ლარის გაუფასურების გამო პროდუქტებზე ფასები შეიცვალა. 1 ტომარა ფქვილი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე 2 ლარით გაძვირდა. ამასთან, პანდემიის გამო საწარმოებში ხდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, პური იყიდება შეფუთული ფორმით და შესაფუთი მასალის ღირებულება ერთ პურზე 10 თეთრია, ეს ყველაფერი საწარმოებზეც მოქმედებს. ფასის შენარჩუნება ხდება მოგების შემცირების ხარჯზე. პურპროდუქტების სფეროში უკვე ძალიან ბევრი კომპანია გაჩერდა.
პურზე წამდაუწუმ ფასების შეცვლა არასერიოზულია. თუმცა, გეტყვით იმასაც, რომ წარმოებებში ეს საკითხიც განიხილება, ალბათ 5 ან 10 თეთრით შეიძლება შეცვალონ ფასი. თუმცა, კონკრეტულად ვერ გეტყვით როდიდან, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია, დაძაბული სიტუაცია, მეზობელ ქვეყნებში ომი დაიწყო. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პურის მწარმოებლები ფასის შეუცვლელად შემცირებული მოგებით და გაძვირებული ფასების პირობებში საქმიანობის გაგრძელებას, დაახლოებით, 2 თვე ან თვენახევარი შევძლებთ,“- განაცხადა დოლიძემ.
მ.კ

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 068
FACEBOOK კომენტარები