ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვინ მოიპარა ჩვენი ფული?!

5-10-2020, 13:52

ძვირფასო რედაქცია
მჯერა თქვენი გულისხმიერების, რომ ამ წერილს თქვენი გაზეთის უახლოეს ნომერში გამომიქვეყნებთ. მარტო ჩემი ოჯახის გასაჭირი არ არის, რასაც მე მოგიყვებით. თითქმის, მოსახლეობის ყოველი მე-20 ოჯახია ამ დღეში. ამ წერილის გამოქვეყნება რამდენი ხანია მინდოდა და ტელევიზიიით, რუსთავი 2-ზე გასულმა გადაცემამ გადამაწყვეტინა. კერძოდ, ვანო ჩხარტიშვილი ჰყავდა ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს მიწვეული. მოკლედ მოგიყვებით ჩვენს ამბავს. ჯერ კიდევ, როცა რუსული ფულო იყო  მიმოქცევაში, ბანკში ანაბარზე გვქონდა: ოჯახიდან 3 წევრს თანხა შეტანილი. ეს ის დრო იყო, როცა 1 დოლარი 3 მანეთი ღირდა. შემდეგ მაშინდელმა მთავრობამ ბრძანება გამოსცა ვინც კიდევ შეიტანს ფულს ბანკში, გაუორმაგდებათო. ჩვენც, როგორც ყველა სხვამ, შევიტანეთ, კიდევ დავამატეთ.
გავიდა წლები, ერთი შვილი, ირაკლი ვადაჭკორია, რომელიც ოზურგეთის სამედიცინო სასწავლებელში სწავლობდა, გაიწვიეს-სავალდებულოში ნოვოსიბირსკში. დამიბრუნდა პირველი ჯგუფის ინვალიდი: ორთავე ხელების თითების ამპლუტაციით. დედა გარდამეცვალა.
არც ადრე, არც ამ მთავრობის დროს,  ჩვენს ოჯახს ერთი ლარი არ მიგვიღია.
მოვითხოვე ჩემი ანაბარი, სასაცილოდ არ ეყოთ. განა ცოტა თანხა იყო! 135000 (ასოცდათხუთმეტი ათასი) მანეთი.
ორი წლის წინათ გავრცელდა ხალხში ხმა ვიღაცეები გამოჩნდნენ, ხალხს ანაბრებს აუნაზღაურებენო. ოზურგეთის რაიონულ გაზეთშიც იყო განცხადება გამოქვეყნებული. ეწერა რა საბუთები იყო საჭირო და ისეთი პიროვნებებიც ვნახე, ვინც უშუალოდ ლანჩხუთის ოფისში ჩააბარა საბუთები. მე არ მჯეროდა მაგათი, მოვიძიე ტელეფონის ნომერი და თბილისში დავუკავშირდი. იქედან ასე მიპასუხეს რეფორმატორთა კავშირმა ინიციატივა აიღო, რომ ხალხის გული მოიგოსო, მაგრამ მე დამაგვიანდა და შეწყდა განცხადებების მიღება.
ჰოდა, როგორ ზემოთ მოგახსენეთ ღამის 10-საათიან კურიერში ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი ეკითხება ბატონ ვანო ჩხარტიშვილს. რას უპირებთ ხალხს ანაბრები, რომ ჰქონდათ შენახული თუ უნდა გაუნაღდოთო. მე შეიძლება, როგორც ყველა სხვას, რაიმე შემეშალა, მაგრამ მაგ თანხებით არანაირი შეხება არ მქონიაო. პოლიტიკაში აპირებთ მოსვლასო და არაო, ბატონმა ივანიშვილმა მთხოვა ჩამოვსულიყავი და მოგეხსენებათ მე ოზურგეთში ოჯახი მაქვს და სტუმრად ჩამოვედიო. კიდევ მესამედ უთხრა ჟურნალისტმა, ხალხი ძალიან გაჭირვებაშია და ითხოვს პასუხს, რას უპირებთო, მანაც ისე ამაყად განაცხადა: პარლამენტმა უარი უთხრათ. მასე სხვა ქვეყნებშიც მოხდა და არავის არ მოუხდია ხალხისთვის ბოდიში, სახელმწიფოს დასჭირდა და მოიხმარაო.
 აი, პატრიოტი კაცი, თავისი ხალხის მოსიყვარულე. ჟურნალისტი ეკითხება, ახლა რას აპირებ სამომავლოდო და მეო 70-მილიონიან დოლარიანი ბიზნესი მაქვსო. სხვათა შორის ქველმოქმედებასაც ვაწარმოებ, 25-ყრუს ვეხმარები და კიდევ ვფიქრობ 25-ით გავზარდოო.
გთხოვთ ჩვენი გაზეთის ერთგული მკითხეველებო გამომეხმაურეთ!

შუშანა ვადაჭკორია

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 784
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა