ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დედა-შვილი ჯურუყვეთიდან ფიცრულში ცხოვრობს

12-10-2020, 10:48

დედა-შვილი ჯურუყვეთიდან ფიცრულში ცხოვრობს. სახლს ერთი კედელი ქარმა მოაგლიჯა.
2-ე საუკუნეში საქართველოში, ლანჩხუთის ადმისტრაციული ერთეულის სოფელ ჯურუყვეთში,  დედა-შვილი  წარმოუდგენელ პირობებში ცხოვრობს, ფარღალალა ფიცრულს ქარმა,  ფიცრის ერთი კედელი მთლიანად მოაგლიჯა,  ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი ენმ-ს ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავამ გამოაქვეყნა.
,,ამ წუთას მომაწოდეს ეს ვიდეო ჯურუყვეთიდან. ალბათ ამის ნახვის მერე რაიმე ტიპის განმარტებები სრულიად ზედმეტია, თვალნათლივ ჩანს ყველაფერი. 
ეს არის ფუტკარაძეების ოჯახი, სადაც ცხოვრობს დედა მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომელსაც ამ დღეებში ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა, კიდევ უფრო დაუმძიმა ისედაც უმძიმესი საცხოვრებელი პირობები. როგორც ვიცი ქარის კიდევ უფრო გაძლიერებას პროგნოზირებენ და რამე ტრაგედია არ დატრიალდეს. 
პ.ს. ამ ოჯახისთვის სოციალური დახმარება შეუჩერებიათ“ _ წერს კახა ასკურავა.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 027
FACEBOOK კომენტარები