ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სამი ქათამი, თუ გამოუყენებელი მიწის ნაკვეთი- რა გახდა სოციალურ დახმარებაზე უარის თქმის მიზეზი?!

სამი ქათამი, თუ გამოუყენებელი მიწის ნაკვეთი- რა გახდა სოციალურ დახმარებაზე უარის თქმის მიზეზი?!
26-02-2018, 08:57

თინათინ ჩხაიძე ლანჩხუთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობს, მას 2016 წლამდე ეძლეოდა სოციალური დახმარება, თუმცა გადამოწმების შემდეგ მაღალი ქულები მიუვიდა და შეუწყდა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემწეობა. ქალბატონი თინათინი ავადმყოფობს, მას აწუხებს თირკმელები, ღვიძლი, გული და უნდა მიიღოს შესაბამისი მედიკამენტები, თუმცა ამას პენსიით ვერ ახერხებს. როგორც ის ამბობს, სოციალურ სამსახურში უარის მოსვლის სავარაუდო მიზეზად ის მიწის ნაკვეთი დაუსახელეს, რომელსაც ფიზიკურად ვერ იყენებს. ამ ადამიანის სადგომს სახლს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, როგორც გარეთ წვიმს და თოვს, ისევეა მის ,,სახლშიც“. როდესაც ქალბატონმა თინათინმა მეორე სართულზე აგვიყვანა იქ არსებული სიტუაციის სანახავად, ნამდვილად ბეწვის ხიდზე გავიარეთ, შეიძლებოდა ნებისმიერ დროს ჩამოვარდნილიყავით. კატასტროფულ მდგომარერობაშია სახურავი, დანგრეულია კედლები, ხის მასალა მთლიანად ჩამომპალია. ეზოში სულ სამი ქათამი დადის, როგორც გაირკვა სხვა შინაური ფრინველი და პირუტყვი არც გააჩნია. გამომდინარე იქედან, რომ იძულებულია შეიძინოს საჭირო მედიკამენტების ნაწილი მაინც, ხშირად მშიერს დაუძინია. რაც შეეხება მის ოჯახურ მდგომარეობას, ქმარი გარდაცვლილი ჰყავს, ხოლო შვილები იქეთ საჭიროებენ დახმარებას და ვერანაირ ხელშეწყობას მათი მხრიდან ვერ გრძნობს. ის კი არა, შვილი რომელიც თბილისში ცხოვრობს, ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ რამდენი დღეა დედასთან ჩამოვიდა და ქალბატონ თინათინს მისი პატრონობაც უწევს. თინათინ ჩხაიძე ამბობს, რომ მიუხედავად სახლის სახურავის საშინელი მდგომარეობისა, სახლის გადახურვის პროგრამაში არ შეიყვანეს. სახლის მდგომარეობა მართლაც სავალალოა და ის საფრთხეს წარმოადგენს იქ მცხოვრებთათვის, ადვილი შესაძლებელია ნებისმიერ დროს ჩამოვარდეს სახურავი, ან ჩავარდეს იატაკი. მაინც ამ ქალბატონისთვის მთავარ პრობლემას სოციალური დახმარების არქონა წარმოადგენს, ის ფიზიკური განადგურების საშიშროების წინაშე დგას, ან იყიდის საკვებს და მედიკამენტებს ვერ შეიძენს, ან არადა პირიქით, იყიდის წამლებს და დარჩება მშიერი. ასეც ხდება, მას პური და ჩაიც სანატრელი აქვს. დიდი იმედი გვაქვს, ამ წერილის დაბეჭვდის შემდეგ შესაბამისი სამსახურების მიერ იქნება სათანადო რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ,,ჰო და არა“ კვლავ გააშუქებს თინათინ ჩხაიძის პრობლემას. სამწუხაროდ, ამ ქალბატონის მსგავსად ბევრი ოჯახი შიმშილობს და იმყოფება ძალიან ცუდ სიტუაციაში, არაფერია იმაზე მძიმე სანახავი ვიდრე სახლდანგრეული და მშიერი ადამიანის მდგომარეობა! თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა