ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

საქმის გარჩევა მერიის წინ, ანუ რა გაგრძელება მოჰყვა ,,ჰო და არაში“ დაწყებულ დაპირისპირებას?

საქმის გარჩევა მერიის წინ, ანუ რა გაგრძელება მოჰყვა ,,ჰო და არაში“ დაწყებულ დაპირისპირებას?
1-03-2018, 08:42

ბესიკ ტაბიძეს საკმაოდ მწვავე რეაქცია ჰქონდა, მან უთხრა ირაკლი ჩხაიძეს, რომ ,,თქვენისთანების დრო უნდა დამთავრდეს, საკმარისია თქვენი გადამეტებები“. ჩხაიძემ მას მყისვე უპასუხა_ ,,მართალი ხართ ბატონო ბესო, ჩვენი ნამდვილი ოცნების ჯარისკაცების დრო დასრულდა და თქვენნაირი ნაციონალების დრო მოვიდა“. რა თქმა უნდა, ამ რეპლიკას ტაბიძე უპასუხოდ არ გაატარებდა და წავიდა ერთი გაწევ-გამოწევა. ,,თავისუფალ სახლში“ სიტუაცია განეიტრალდა და ყველა თავ-თავის გზით წავიდა, მაგრამ ეს თემა კვლავ გაგრძელდა მეორე დღეს, ამჯერად მერიის შენობის წინ. ირაკლი ჩხაიძე ნუგზარ ცინცაძის(ცანცუას) დისშვილია, იმ ცანცუასი, რომელმაც თავის დროზე ყველა პოლიტიკური პარტია გადაიკიდა ,,ქართული ოცნების“ გამო. როგორც ჩანს, ბოლო დროს ცანცუა არცთუ ისე მისაღები კადრია ,,ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაციისთვის. ჯერ იყო და თენგიზ ჭიჭილეიშვილი ამჯობინეს გაერთიანებული ა(ა)იპის ხელმძღვანელის პოსტზე. საუბარია დასუფთავების სამსახურის და ,,ტექსერვისის“ გაერთიანებაზე. როგორც კულუარებში ამბობენ, ცანცუას ჭიჭილეიშვილის მოადგილეობა შესთავაზეს, რაზეც ის წინააღმდეგი წავიდა, როგორც თავად აცხადებს თურმე ,,ნაციონალის“ მოადგილე ვერ იქნება და ამისთვის არ უბრძოლია 2012 წელს. დავუბრუნდეთ მერის წინ მომხდარ საქმის გარჩევას: ვინაიდან ირაკლი ჩხაიძე და ცანცუა ბიძა-დისშვილია და ამასთან, ერთად იბრძოდნენ 2012 წელს, ტაბიძის რეპლიკა ცანცუამ თავის თავზეც მიიღო და ჩხაიძესთან ერთად გადაწყვიტა ტაბიძისთვის პასუხი მოეთხოვა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, საკმაოდ მწვავე დაპირისპირება შედგა, ოღონდ მხოლოდ სიტყვიერი. ცანცუას საკრებულოს თავმჯდომარისთვის შეუხსენებია, რომ მასაც დიდი წვილი მიუძღვის იმაში, რომ ტაბიძე დღეს მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობს. ცანცუა იმას იმკის, რაც დათესა, ის მუდმივად ,,ქართული ოცნების“ ლიდერებთან აგვარებდა იმ ადამიანების სამსახურის ამბებს, ვინაც დღეს განზე გასწია, იგი გადაემტერა ყველას, ვინც ოცნებასთან არ ასოცირდებოდა და ბევრ ადამიანს იმის გამო მიაყენა შეურაცხყოფა, რომ ისინი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისანი იყვნენ. კომიკურია, კაცი რომელიც სვარკით ხელში დარბოდა, თვეების განმავლობაში კარავში ათევდა ღამეს, მეგობრობდა მმართველი გუნდის მაღალჩინოსნებთან, ერთ ნორმალურ თანამდებობას ვერ ეღირსა. მიუხედავად ოცნების მიერ დაშვებული შეცდომებისა, არცთუ ისე წარმატებული მმართველობისა, მისი განზე გაწევისა, მას ,,ქართულ ოცნებაზე“ აუგს ვერ დააცდენინებდით. როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში დავინტერესდით და ვკითხეთ ცანცუას, თუ რატომ მოხდა მისი გავლენების შემცირება, რა ხდებოდა ოცნების შიდა სამზარეულოში, მან ასე გვიპასუხა: ,,მე ის კაცი არ ვარ, გაბრაზებულზე გამოვდგე და ყველაფერი ვილაპარაკო, რაც პარტიის შიგნით ხდება. სულ რომ უსამსახუროდ დავრჩე, ,,ქართულ ოცნებას“ ზიანს არ მივაყენებ“-ო. როგორც ჩანს, არცთუ ისე შორია ის დრო, როდესაც ცინცაძე უსამსახუროდ დარჩება, ვნახოთ როდის დაიწყებს იგი იმაზე საუბარს, რაც ამ წლების განმავლობაში ,,ქართული ოცნების“ შიგნით ხდებოდა. აქვე დავძენთ, რომ ვფიქრობთ, ,,ქართული ოცნების“ ერთგულება_ ქვეყნის ერთგულებას არ ნიშნავს!!!P.S მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ცანცუასადმი არცთუ ისე კარგი დამოკიდებულებისა, ცინცაძე კვლავ ,,მძიმე არტილერიად“ ითვლება და არავინ იცის როდის დაძრავს იგი თავის ტანკს. ხოლო თუ დაძრა, ვფიქრობთ ბევრი ადამიანი მოჰყვება მის მუხლუხოებში. როგორც ამბობენ, ცანცუას დისკრედიტაცია მისი და ყოფილი გამგებელის _ზაზა ურუშაძის მეგობრობას უკავშირდება. თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები