დარეჯან ქანთარია (შუხუთი) _ ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვიყავი და ვარ. ახლაც კოალიციის კანდიდატს დავუჭერ მხარს. რადგან მჯერა მისი და ვიცი შეასრულებს იმას, რასაც საარჩევნოდ დაპირდება ხალხს. ანჟელა ჟვანია (ნიგვზიანი) _ აუცილებლად ახალ კანდიდატურას დავუჭერ მხარს, იქნებ მან მაინც იმუშავოს დამაკმაყოფილებლად. თენგიზ კიკვაძე (ლანჩხუთი) _,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ, კოალიციის მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ კანდიდატურას დავუჭერ მხარს. დათო გოგუაძე (ლანჩხუთი)- რა თქმა უნდა ახალ ალტერნატივას ავირჩევ, ნათქვამია ,,ახალი ცოცხი კარგად გვისო“.გოდერძი ჯანაშია (ლანჩხუთი) - მართალია საქმის გაკეთებას არც მომავალში ველოდები, მაგრამ მაინც ახალი კადრები მირჩევნია.ჯიმშერ ჯანგირაშვილი (ჩოხატაური) - ისე დამიკარგეს რწმენა, რომ არც ერთი კანდიდატის მხარდაჭერას არ ვაპირებ. ისინი მხოლოდ საკუთარი ჯიბისთვის ზრუნავენ, როგორც კი სკამებს მოირგებენ, ხალხი უმალ დაავიწყდებათ.თათია ჯულაყიძე (სოფ. თიანეთი) - მართალია, არც ერთი კანდიდატის ნდობა არ მაქვს, მაგრამ მაინც გამომდინარე ჩვენი ოპტიმიზმიდან, ვენდოთ ახალ კადრებს.რუსუდან მანაგაძე
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 0