გზების მოუწესრიგებლობა- 11,9 %;წყალგაყვანილობის არქონა სოფლებში- 3,4%;ფაროსანას შემოტევა- 44,1%;გარე განათების უქონლობა- 3,4%;საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობა - 1,7%;უმუშევრობა- 30,5%;მცირე პენსია - 3,4%;სხვა- 1,7%;როგორც ხედავთ, ყველაზე მეტი ხმა ფაროსანას შეტევამ მიიღო - 44,1%, ხოლო მის შემდეგ ყველაზე მეტად ლანჩხუთის მოსახლეობას უმუშევრობა აწუხებს - 30,5%. გასულ წელს ფაროსანამ მართლაც გაანადგურა მოსავლის თითქმის 100%, ხოლო უმუშევრობა ლანჩხუთის მოსახლეობას წლებია აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ მთვრობამ წელს გამოყო გარკვეული თანხა ფაროსანასთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ბრძოლის მეთოდები ეფექტური არ იქნება. საქმე იმაშია, რომ მოსახლეობამ დიდი როლი უნდა ითამაშოს ფაროსანას დამარცხებაში. გამომდინარე იქედან, რომ მოსახლეობას არ აქვს გამოცდილება, ასევე ფიზიკური შესაძლებლობა გაუმკლავდეს ამ მავნებელს, ვფიქრობთ ერთი წლის შემდეგ ფაროსანას შემოტევა კვლავ ნომერ პირველ პრობლემად დარჩება. არავის ნიშნს არ ვუგებთ, ეს თითოეული ჩვენგანის პრობლემაა და როგორც ითქვა, დასავლეთ საქართველოს ტრაგედია. ,,ჰო და არამ“ მასშტაბური შეხვედრა გამართა სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტებთან, კვლავაც მივაწოდებთ მოსახლეობას ინფორმაციას თუ რა გზებით შეიძლება შემცირდეს მაინც ფაროსანას მავნებლობა, მაგრამ მთავრობას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა მართებს, როგორც ჩანს ცენტრალურ ხელისუფლებამდე ვერ მოხერხდა პრობლემის მთელი სიმძიმით მიტანა. სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია ასე ზერელე მიდგომა, მარტო 50 მილიონი ლარი ხომ არაა პრობლემის აღმოფხვრის გარანტორი. აქ გასათვალისწინებელია გამოკეტილი სახლები, დაუძლურებული მოხუცები, შეშინებული მოსახლეობა, რომელიც თავისით არას დიდებით შეწამლავს საკუთარ საკარმიდამოს და ა.შ.უმუშევრობაზე მარტო წერით და საუბრით შემოვიფარგლებით სამწუხაროდ, ვფიქრობთ, მოსახლეობის მხრიდან სერიოზულ წნეხს რომ გრძნობდეს ხელისუფლება, კეთილს ინებებს და სიტუაციის გამოსასწორებლად დღე და ღამეს გაასწორებს. რა გახდა ერთი ნორმალური საწარმოს გახსნა ლანჩხუთში, გასაგებია , რომ ამისთვის საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა, სპეციალისტების მოწვევა, კადრების კვალიფიცირება, მაგრამ სწორედ ამ გამოწვევების გასამკლავებლად ირჩევენ ხელისუფლებებს. როდემდე უნდა ელოდონ ახალგაზრდები თურქეთში ჩაის სეზონის დაწყებას, როდემდე უნდა იარონ ლანჩხუთელმა დედებმა, ბებიებმა საზღვარგარეთ ოჯახების გამოსაკვებად, ეს მხოლოდ უფალმა უწყის.გზების მოუწესრიგებლობა- 11,9%. ეს პრობლემაც ერთ-ერთი აქტუალურია ლანცხუთისთვის. არის სოფლები, სადაც შიდა გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება ფიზიკურად შეუძლებელია. ზოგიერთ სოფელში ავტობანის მშენებლობის გამო გადაადგილდება მძიმეწონიანი ტექნიკა, აი, იქ უნდა ნახოთ რა მდგომარეობაა. ვგონებთ, საქართველოს გარდა არ არსებობს ქვეყანა, სადაც ასფალტის ან ბეტონის საფარს ,,ლატკავენ“.,,ჰო და არა“ უახლოეს დღეებში ახალ გამოკითხვას დადებს საკუთარ ინტერნეტ საიტზე -ჰოდაარა.გე . თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0