ძლიერი წვიმის და ქარის შედეგად რამდენიმე მუნიციპალიტეტი დაზარალდა. არამდგრადმა ამინდმა პრობლემები შეუქმნა ჩვენს მუნიციპალიტეტსაც. რამდენიმე სოფელში მოსახლეობა დაზარალდა. გაითიშა ელექტროენერგია, დაიტბორა ეზოები. ქალაქის ტერიტორიაზე წმინდა ნინოს ქუჩაზე რუსიკო გოგიჩაიშვილის ეზოში ადიდებული ღელე შევარდა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლს. ჩოჩხათის თემში მეწყერი ჩამოწვა სოფელ შრომისუბანაში ჯიხანჯისკენ მიმავალ გზაზე. შრომისუბნის ტერიტორიაზე დაზიანებულია მაღალი ძაბვის ბოძები, დატბორილია ლევან ტიკარაძის ეზო, ჯუმბერ ოსანაძის სახლთან ახლოს კი მეწყერია ჩამოწოლილი. ღრმაღელეში, კერძოდ ყვავილნარში მოქალაქე მატრონე სადრაძის სახლს ძლიერმა ქარმა სახურავი გადააძრო. დაზიანდა ვალინა პინშუკის სახლის სახურავი. აცანაში ნაშენების უბანში აკაციის ხე დაეცა მაღალი ძაბვის სადენებს, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. აკეთის თემში შემავალ სოფელ ჭანჭათში ცენტრალური გზა ძლიერი წვიმის შედეგად დაღვარულია. სერგო გოგუაძის ეზოსთან მოძრაობა შეზღუდულია გზის დატბორვის გამო. სოფელ ჯურუყვეთში ვაჟა ფუტკარაძის ეზოში შევარდა ადიდებული ღელე და ჩამოწვა მეწყერი, რაც საფრთხელ უქმნის საცხოვრებელ სახლს. წაღებულია მდინარე ღვეის წყლის მიმდებარე ტერიტორია და დატბორილია საცხოვრებელი ეზოები, დაღვარულია გზები. ვანგე მუკბანიანის ეზოში შევარდა ადიდებული მდინარე და დააზიანა ჭიშკარი. ასევე დაზიანებულია ლესის წყლის მიმდებარე ტერიტორია. სტიქიამ დააზარალა ნიგვზიანის თემი. ძირითადად დაზიანდა შიგა გზები. 5 ეზოსთან მისასველი ხიდი ავარიულ მდომარეობაშია, ასევე დაიტბორა საცხოვრებელი ეზოები. სტიქიამ და ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. თუმცა, ენერგო პრო–ჯორჯიას~ ლანჩხუთის ფილიალის მესვეურთა ძალისხმევით სარემონტო სამუშოაბები დროულად დაიწყო და გუშინვე მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ელ.ენერგიის მიწოდება აღუდგა. მუნიციპალიტეტის საზოგადოებსთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ სტიქიის შედეგების აღმოსაფხრელად სპეციალური შტაბი უკვე შეიკრიბა და მაქსიმალურად ცდილობენ დაზარალებულ მოსახლეობას გვერდით დაუდგნენ და მოხდეს მიყენებული ზარალის რაოდენობის აღრიცხვა. დაზიანებულ ადგილებზე უკვე გასულია ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ~, _ განუცხადეს ჰო და არას.~
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0