ჩვენი მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაზიანდა. ჩოჩხათის თემში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც სავალი გზა ჩახერგა. თემს ასევე არ მიეწოდება ელექტროენერგია. როგორც გვითხრეს, მაღალი ძაბვის ბოძებია წაქცეული. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ღრმაღელის თემის მოსახლეობაც, მაგრამ საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ თემს შუქის მიწოდება მალე აღუდგება. რაც შეეხება ჩოჩხათში ჩამოწოლილ მეწყერს, აღნიშნულ პრობლემას ინფრასტრუქტურის სამსახური იკვლევს.
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0