ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მოდი, გავერთიანდეთ, შუქრი ჭყონიას ფეხზე დადგომისთვის!

მოდი, გავერთიანდეთ, შუქრი ჭყონიას ფეხზე დადგომისთვის!
8-10-2015, 00:00

მწუხარების მონაწილეობა მინდა უთხრა ჭყონიების ოჯახს, ჯურუყვეთის თემის მოსახლეობას. ქვის გული თუ არა გაქვს, არ შეიძლება ტვინის საღად მოაზროვნე უჯრედები ცოტათი მაინც, რომ არ შეწუხდნენ `ჰო და არას~ წერილის კითხვისას (`ჰო და არა~ #116 2 ოქტომბერი, 2015 წ):_ `ამ ოჯახში ამ ცოტა ხნის წინ 3 ვაჟკაცი ტრიალებდა. დღეს ფეხზე მოსიარულე კაცი აღარ დარჩა, რომ უმწეო ქალებს რაიმეს იმედი მისცეს...~_ `არ ვიცი რატომ დაატყდა ამხელა უბედურება ამ ოჯახს. ყველანი ისეთი კარგები იყვნენ, მათგან ნაწყენი კაცი არავინ დაბადებულა...~ _ კიდევ ერთხელ მწუხარების მონაწილეობა მათ.ახლა კი, მინდა მივმართო ლანჩხუთის სამოქალაქო საზოგადოებას _ იმედი? იმედი ამ ოჯახის ფეხზე დადგომისა არსებობს! ეს საწოლს მიჯაჭვული შუქრი ჭყონია გახლავთ!, რომელსაც ოპერაციის ფული სჭირდება!დღეს, ჩვენს გაპარტახებულ მხარეში, რომელსაც ლანჩხუთი ჰქვია, ძალზედ ძნელად მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც დალხინებული ცხოვრება ჰქონდეთ. აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენ-ჩვენი ოჯახების თვიდან-თვემდე ლუკმა პურის გატანაზედ ვზრუნავთ. კარგად ვიცი თქვენი მდგომარეობისა, მაგრამ მაინც..._ საზოგადოებას, რომელსაც პრეტენზია აქვს განვითარებაზე, პროგრესზე, ნათელ მომავალზე, არა აქვს უფლება უმოქმედოდ იყოს! დიუმიდან `ვისესხოთ~ `ყველა ერთისათვის~? თუ ჩვენი მამა-პაპისეული გავიხსენოთ _ `ქუდზე კაცი!~ ან `ნადი!~ _ თუმცა რა მნიშვნელობა აქვს! მოდით გავერთიანდეთ! მოდი, გავერთიანდეთ, შუქრი ჭყონიას ფეხზე დადგომისთვის!ამისათვის სიმბოლურ თანხად დავაწესოდ 10 ლარი!, რომელიც გაჭირვების გამო შეიძლება 1 ლარზეც დავიდეს და..., რომელსაც შესაძლებელია რამდენიმე 0-ც დაემატოს შესაძლებლობიდან გამომდინარე!, მაგრამ ერთი პრინციპის დაცვით: თითოეულმა ჩვენთაგანმა თანხის გაღების შემდეგ, ვთხოვოთ, დავარწმუნოთ ჩვენი ახლობელი სიკეთის აუცილებლობაში _ გაიღონ თანხა და ამასთან ერთად თავის ახლობელსაც სთხოვონ მოწყალების გაღება ეს კი უკვე ოთხია, ოთხი მალე რვა გახდება, რვა _ თექვსმეტი, თექვსმეტი _ ოცდათორმეტი და..., ეს არ გახლავთ მხოლოდ მათემატიკური პროგრესირების აქსიომა _ ეს საზოგადოების პროგრესია!განსაკუთრებული სიყვარულით მინდა ვთხოვო ჩვენს ეკლესია-მონასტრებში მომლოცველთა სულიერ მამებს _ მოუწოდონ ჭყონიების ოჯახის დახმარებაზედ. ასევე ლანჩხუთის მხარეში მოღვაწე მუსულმანური მრევლის წინამძღვრებს, იაჰოვას მიმდევრებს და ა.შ. ყველას, არა აქვს მნიშვნელობა ამ მოცემულობისათვის რომელ რელიგიურ მიმართულებას მივეკუთვნებით, ჩვენ ხომ ყველა ერთი უზენაესის შვილები ვართ, ყველამ ერთმანეთს ვთხოვოთ მოწყალება!`ჰო და არას~ რედაქტორთან კი განსაკუთრებით ერთი თხოვნა _ იქნებ გამოიძებნოს გაზეთში სპეციალური `სვეტი~, სადაც გამოაქვეყნებთ ყველა იმ ადამიანის სახელსა და გვარს, მისამართსა თუ ტელეფონის ნომერს, რომლებიც გაზიარებენ ამ მოსაზრებას და ეს არა რეკლამირებისთვის, არამედ იმისათვის, რომ ჩვენ საზოგადოების წევრებმა ერთმანეთი ვიცნოთ და ერთმანეთს გადაუხადოთ მადლობა!ამ კეთილშობილ საქმეს დიდად წაადგება ჩვენი უძვირფასესი პედაგოგების გონივრული განმარტებანი სამასწავლოებსა თუ უფროსკლასელთა საკლასო ოთახებში. დარწმუნებული ვარ არა ერთი ახალგაზრდა დაუმესიჯებს თავის ფეისბუქელ მეგობარსა თუ დაარწმუნებს თავის მშობელს აქტიური მოქმედებისკენ!მოუწოდებ ჩვენს მხარეში მოღვაწე მწერლებს, პოეტებს, კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პიროვნებებს..., თუმცა მე მგონი მათ ჩემი მოწოდება ნამდვილად არ დასჭირდებათ! ჩვენ ხომ აქ დიდებული ხალხი გვყავს, საუკეთესონი მთელს მხარეში!აუცილებელია ანგარიში გაიხსნას `საქართველოს ბანკშიც~. ვთხოვოთ ბანკების ხელმძღვანელობას დროებით, შესასვლელებში ერთგვარი სარეკლამო ტექსტის განთავსება. ვფიქრობ, რომ არაერთი პენსიონერი (ნეტავ მათ პენსიას პენსია თუ ჰქვია?!) თავის შვილიშვილად მიიღებს შუქრის და გადაურიცხავს სიმბოლურად 1 ლარს. ჩვენო შეძლებულო ბიზნესმენებო! ღმერთმა კიდევ უფრო მოგიმართოთ ხელი თუ 10 ლარს 1 ან 2 ნულს მიუმატებთ მგონია რომ ამ სამადლო საქმეს იქ ზემოთ, უფალთან განკითხვის დროს, `განსაკუთღებულ დავთარში~ ჩაწერილს დაგახვედრებენ! ალბათ არაერთ თქვენთაგანს დაგებადებათ კითხვა _ რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება?! გეტყვით ამასაც! _ მეგობრებო! ნებისმიერ ხელისუფლებას ყოველთვის შეეშინდება! ამდენად, როცა ისინი დაინახავენ ჩვენს აქტიურ ქმედებებს, მათთან ეს ბუნებრივი შიში თავისას იზამს! ისინი იძულებულნი იქნებიან და ყოველნაირად შეეცდებიან გვაჯობონ! _ ამით კი შუქრი ჭყონია მოიგებს!...და ერთ მშვენიერ დღეს, როცა საგაზეთო ინფორმაციები შეგვატყობინებენ ამ ვაჟკაცის ფეხზედ დადგომას!.., თქვენ ყველას უდიდესი სიამაყის გრძნობა დაგეუფლებათ! თქვენ ყველანი დარწმუნდებით, რომ თუკი მოვინდომებთ შეუძლებელი არაფერია! თქვენ ყველანი იგრძნობთ თუ რა შეუძლია ერთიანობას! _ როგორ ამარცხებს იგი ყოველგვარ უიმედობას, როგორ მარცხდება შიში!`დაამარცხეთ შიში და თქვენ დაამარცხებთ სიკვდილს!~ და თანაც ყოველი უდიდესი საქმე _ უმცირესიდან იწყება!ალეკო ევგენიძეშუქრი ჭყონიას პირადი ნომერი: 26001021975. ანგარიშები ლიბერთი ბანკში: GE94LB0711195477098000 (უცხოეთიდან), GE71LB0211195477098000 (საქართველოდან) მიმღები შუქრი ჭყონია. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შუქრის დედას ლალი გვარჯალაძეს - 558 686912

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები