ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვიარსებებთ თუ არა საარსებო მინიმუმით?!

ვიარსებებთ თუ არა   საარსებო მინიმუმით?!
17-01-2018, 12:59

ცხადია, ფული აღარ დარჩება არც დესერტის, არც ტკბილეულის, არც საუზმისა და ვახშმისთვის საჭირო პროდუქტებზე, როგორც ხედავთ, გაანგარიშებული თანხით მომზადდა მხოლოდ სადილი, რომ ადამიანი დანაყრდეს, მაგრამ ხომ არსებობს დადგენილი ჩამონათვალი, რომელიც დღეში უნდა მიიღოს ადამიანმა, რათა დახარჯული ენერგია, აღიდგინოს, ამაზე ვინმე ფიქრობს?! გარდა ამისა ხომ საჭიროა ტრანსპორტირების ხარჯები, რომლითაც ადამიანი პროდუქტების შესაძენად ბაზრამდეუნდა მივიდეს. ხომაა საჭირო ელექტროენერგია ან გაზი, წყალი, რაზეც ფასები სულ ახლახანს კიდევ გაიზარდა, გარდა ამისა, რადგან არსებობაზეა საუბარი თუ დაგვავიწყდება, რომ არიან ქრონიკულად ავადმყოფი ადამიანები, თანაც ძალიან ბევრი, რომელთაც თუნდაც ზღაპრული სადილი მოუმზადო, საჭირო წამალი თუ არ ექნებათ, ერთ დღესაც ვერ გაძლებენ. ისიც ცხადია, რომ ყველა ოჯახს აქვს საკუთარი გათვლებით მიღებული ხარჯი, რომელიც დღიურად სჭირდება, ეს კი რამდენჯერმე აღემატება მოწოდებულ გათვლებს. სანამ ჩვენ იმაზე ვმსჯელობთ გვყოფნის თუ არა საარსებო მინიმუმი საარსებოდ, გვავიწყდება მთავარი, აქვს თუ არა ყველა ოჯახს ეს მიზერული საარსებო მინიმუმი. პასუხი ნათელია-არა.ვისაც არა აქვს სტაბილური სამსახური, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა ჩათვალეს, რომ არის სოციალურად დაუცველი, მისი შემოსავალი შეადგენს 80 და 120 ლარს შესაბამისად, მაგრამ ბევრია ისეთი ოჯახი, რომელსაც არც ერთი აქვს და არც მეორე, აქ უკვე აღარ ვიცი რა ხდება, ანუ როგორ არსებობენ, უფრო სწორად, სულდგმულობენ.ცხადია სათაურში დასმული კითხვით არ ვაპირებ ჩვეულებრივ, რიგით ადამიანს მივმართო, რადგან მათ ისედაც შეჭმული აქვთ ტვინი ამაზე ფიქრით, ამ კითხვის ცოტა სხვანაირი ინტერპრეტაციით მათ მინდა მივმართო, ვინც მსგავს პროექტებს ადგენს.თქვენ თუ იარსებებთ მსგავსი საარსებო მინიმუმით?!მარინა ჩხაიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა