ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვისაც მართლა ჰგონია, რომ ,,ქვეყანა ჰყვავის და ეკონომიკა დუღს," ჩახედოს თვალებში ათასობით მშიერ ბავშვს...

ვისაც მართლა ჰგონია, რომ ,,ქვეყანა ჰყვავის და ეკონომიკა დუღს," ჩახედოს თვალებში ათასობით მშიერ ბავშვს...
14-09-2022, 12:32

თქვენი აზრით, როგორი სოცია­ლური მდგომარეობაა ბოლო წლ­ებთან შედარებით დღეს ქვეყანაში? რამდენი უნდა იყოს საარსებო მინიმუმი, რომ ადამიანმა შეძლოს თავის რჩენა?
ლეო ჩერქეზია: 
რა თქმა უნდა, მდგომარეობა კრიზისულია, რაც მოსახლეობის ქვეყნიდან გადინ­ებ­აზეც აისახება. სამწუხაროა ეს ფაქტი, მაგრამ მე, როგორც სტუდენტს, მიწევს ვიფიქრო ქვეყნის დატოვებაზე, რადგან ჩემს ქვეყა­ნაში არსებული სოციალური მდგ­ომ­არეობა ხელს არ მიწყობს გავ­ჩერდე ამ ქვეყანაში. მოგეხსენებათ ხელოვანი ადამიანები ხშირად ვდგებით ფინანსურად კრიზისულ მდგომარეობაში და სხვაზე რომ არ ვისაუბრო, ჩემი ქვეყანა ჩემს სფეროს ისე ვერ უზრუნველყოფს, რომ მქონდეს საარსებო მინიმუმის გარდა სხვა შემოსავალი. ზუსტად ვიცი ამის კითხვისას ბევრი ადამიანი რასაც გაიფიქრებს და რასაც მიმაწერს, მაგრამ ესეც იმიტომ, რომ არ აღიარების პრობლემა. ხელფასი რამდენი უნდა იყოს, ამას ვერ გეტყვით, რადგან არ ვარ ანა­ლიტიკოსი, მაგრამ შემიძლია ვთ­ქვა, რომ ქვეყანაში საგანგაშო მდგ­ომარეობაა სოციალური მდგომარ­ეობის თვალსაზრისით, თუმცა იმე­დი ყოველთვის არის. იქნებ ჩემმა თაობამ გააუმჯობესოს ეს ყოველივე და დავაბრუნოთ ხალხი, ვინც ასე ძალიან გვიყვარს, მაგრამ შორს არიან ჩვენს უზრუნველსაყოფად.
ნატა მარშანიშვილი: 
ჩემი აზრ­ით, ძალიან უჭირს ხალხს. ბევრი ისეთი ადამიანია ჩემს ირგვლივ, რომელსაც პურის ფულიც არ აქვს.  არაფერს ვამბობ სხვა მნიშ­ვ­ნელოვანი გაძვი­რებული პროდუქტების შეძენაძე.  ოჯახს მინიმუმ 1000 ლარი მაინც უნდა ჰქონდეს, უბრალოდ, თავი რომ გაიტანოს და შიმშილით არ მოკვდეს.
ლელა წილოსანი: 
წინა წლებ­თან შედარებით  გაუარესებაა. სა­სი­კეთოს ვერაფერს ვამჩნევ, სამწ­უხაროდ... ამაზე უამრავი მოსაზ­რება შეიძლება იყოს, მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ეს ასეა... თავიდან ბოლომდე რეფორმაა გასა­ტარებელი ყველა სახელმ­წ­იფო სტრუქტურაში... შექმნილი ეკო­ნომიკური კრიზისისა და სო­ციალური ფონიდან გამომდინარე, ყოველდღიურად იზრდება ემიგრა­მტების რიცხვი, რაც კატასტროფაა ჩვენნაირი პატარა ქვეყნ­ისთ­ვის. რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, ვფიქრობ 2000- 3000 ლარი მაინც უნდა იყოს, რომ ეს კრიზისი დაძლიოს მოსახლეობამ. ბანკები ცალკე კატასტროფააა. ვისაც მარ­თლა ჰგონია, რომ ,,ქვეყანა ჰყვავის და ეკონომიკა დუღს" ჩახედოს თვალებში ათასობით მშიერ ბავშვს და მშობელს, რომლებმაც არ იციან ხვალ პური როგორ უყიდონ შვი­ლებს...
ვაჟო ორაგველიძე: 
პირველ რი­გში მადლობა ამ კითხვისთვის, რადგან  საშუალება მეძლევა ამ დიდ პრობლემასთან დაკავშირებით გამოვხატო ჩემი აზრი. რა თქმა უნდა, კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს ბოლო რამოდენიმე წე­ლია ქვეყანაში. ათასობით გაჭირ­ვებული ადამიანი, გაძვირებული პროდუქტები, საწვავის კატასტროფული ზრდა... აი, ასეთ სირთ­ულებში გვიწევს ცხ­ოვრება, მაგრამ უნდა გავამახვ­ილოთ ყურადღება რეგიონებზე, სადაც უკვე თითქმის შეუძლებელი ხდება ცხოვრება. ჩვენი გურიის მაგალითი რომ ავიღოთ, ახალგაზდრობა თითქმის აღარ დარჩა რაიონში, თითქმის 80 % გასულია რაიონიდან. ზოგმა ევროპას მიაშურა და იქ ცდილობს თავის დამკვიდრებას, ზოგი მეზობელ თურქეთში გადადის, რათა ელემენტარული პურის ფული იშო­ვოს. მხოლოდ ელემენტარ­ულ­ზეა საუბარი. რატომ უნდა სჭირ­დებოდეს ქართველებს მეზობელ თურქეთში გადასვლა და იქ მონ­ური მუშაობა, როდესაც ჩვენ შეგ­ვიძლია იგივე გავაკეთოთ. მი­თუმეტეს ლანჩხუთი და მთლიანად გურია გამორჩეული ადგილია ჩაის პლანტაცებისთვის, ასევე თხილის მოყვანის მხრივ. მართალია, ეს  რომ გაკეთდეს, დიდ ფინანსებს, დიდ დროს მოთხოვს, მაგრამ სან­ამდე უნდა ვიყოთ ეგრე სხვის მსახურებაში. ვფიქრობ, თუ მთავ­რობა გურიაში ამ საკითხს მეტ დროს დაუთმობს იდიალური იქნება ხალხისთვისაც და რაიონისთ­ვისაც. კიდევ ერთხელ მინდა შევ­ეხო სოფლის მეურნოების საკი­თხს. ხალხი წელიწადია ელოდება თხილის მოსავალს, რამდენი ჯაფა, შრომა ჩადეს და შედეგი? სირცხვილი არაა 2.50ლ. ღირდეს თხილი? ვფიქობ, მთავრ­ობამ მეტი უნდა იმუშაოს სოფ­ლის მეურნოების კუთხით, გლეხის შრომა დაუფასებელია, არადა, სო­ფელი თუ არ იქნა ძლიერი, ქალა­ქიც არ იქნება ძლიერი. ვფიქრობ, ჩვენი კუთხე განსაკუთრებით გა­მო­­სარჩევი ადგილია ტურისტული ზონების მოსაწყობად. გავიგე და ძალიან გამიხარდა, მიდის მუშაობა რაც ძალიან წაადგება ჩვენს რაიონს. მე ახალგზრდა, 25 წლის ბიჭი ვარ, ჩემი ყოველი ფიქრი ლანჩხუთზეა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ, სამწუხაროდ, მეც მომიწია წასვლა იმიტომ რომ ვერ დავიმ­კვიდრე თავი ჩემივე რაიონში, ვერ ვნახე ვერანაირი განვითარება, რითაც შესაძლ­ებლობა მექნებოდა ჩემივე რაიონში გაჩერების, მაგრამ მჯერა იმის, რომ ყველაფერი გამო­სწორდება ყველაფერი თუ არა ელემენტარულად მაინც დალაგდება და ყველა დავუბრუნდებით ჩვე­ნს სახლ-კარს. 
გულნაზი კუკულავა:
ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ  ნა­მ­­დვილად  საგანგაშო მდგომარეო­ბაა მთლიანად საქართველოში. თი­თქმის ყველა ოჯახიდან ორი თუ არა, ერთი სხვადასხვა ქვეყანაშია სამუშაოდ წასული. დედებს შვი­ლ­ები ენატრებათ და მოგეხ­სე­ნებათ, რო­გორი იქნებიან უდედოდ გაზ­რ­დილი  ბავშვები. მე  პირა­დად პე­ნ­სი­ონერი ვარ, ვახერხებ მუშაო­ბასაც, მაგრამ არ მყოფნის,  ცოცხალ ადამიანს ყველაფერი თავის დრო­ზე სჭირდება. სასაცილო პენსია გვაქვს, მთელი ცხოვრება ვმუ­შაობდი და ახლაც ვმუშაობ. მეც 300 ლარი და იმასაც, ვისაც არ უმუშავნია ეს სწორი  გადაწყვე­ტი­ლებაა? რამდენი უნდა ჩამოვ­თვალო არ  ღირს...  ერ­თი ჭეშ­მა­რიტება არის: სოლომონ ბრძენს ჰკითხეს: ბატონო სოლომონ ქვეყ­ანა როდის აშენდებაო, სოლომონმა უპასუხა როდის და თხაი მეს მაგიერ შენ რომ დეიძახებსო ზუს­ტად ასეა ჩვენი საქმე. წარმატებებს გის­ურვებ, შვილო, თქვენ მაინც იცხო­ვრეთ გაბრწყინებულ საქართველ­ოში ნახვამდის.

    მოამზადა ნინია ბარამიძემ

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 501
FACEBOOK კომენტარები