ეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენ ბევრი გიფიქრიათ და დასკვნაც გამოგიტანიათ, ვის სჭირდება სიღატაკით და მონობით გატეხილი ქვეყანა.
დიახ, მონობით, რადგან სიღატაკე და მონობა პირდაპირპროპორციულ კავშირშია ერთმანეთთან.
სიღატაკე რომ გამეფდა ქვეყანაში, ამას მტკიცება აღარ სჭირდება. ე.ი. მონობაც სახეზეა _ მონობა საკუთარ ქვეყანაში და მონობა საზღვრებს გარეთ....
სახეზეა, ანუ მეფობს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი.
ვინ მეფობს? ,,პოლიტიკური ელიტა.
რა საშუალებით მეფობს - მის ხელშია მართვის სადავეები, ყველაფერი, რითაც შეიძლება მეფობდე...
თუ ასეა, მაშ სადღაა ეს ყბადაღებული დემოკრატია.
თავის _ უფლება...
ყოველგვარი თავისუფლება ხომ იქ მთავრდება, სადაც შენს უფლებებს ჩაჭრიან და გადაალაგებენ.
დღეს ჩვენს ქვეყანაში მრავალი კითხვის ნიშანი ისმის. ჩვენის ფიქრით პრობლემებს გაცილებით ღრმა მიზეზები აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. სანამ ქართველი ამ მიზეზებს არ მოიკვლევს, არ ჩაწვდება, ღრმა ანალიზს არ გააკეთებს და ამის შემდეგ არ მოძებნის გამოსავალს, ისევ წრეზე ბრუნვა ელის.
დღეს თუ დააკვირდებით, გონების თვალით შევხედავთ მოვლენებს, თავისუფლების განვლილ 30 წელს თუ გავაანალიზებთ, მივხვდებით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ საზოგადოებაში არასრულფასოვნების კომპლექსი დამკვიდრებულიყო. ამ კომპლექსის არსებობის შემთხვევაში ადამიანი, საზოგადოება, წარმატებას ვერ აღწევს. შესაბამისად წინ ვერ მიდის.
დადგა დრო ვიფიქროთ, ვიაზროვნოთ იმაზე, ვის სჭირდება არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი საზოგადოება; ვის სჭირდება სიღატაკით და მონობით გატეხილი ქვეყანა?!
დღეს ერთი რამ უდაოდ ვიცით _ სიღატაკით გატეხილი ქვეყანა, ქვეყანა არ არის. იქ ადამიანები ვერ ხარობენ.
მე არ მსურს ჩემმა შვილებმა ასეთ ქვეყანაში იცხოვრონ. არც ის მსურს სამშობლო დატოვონ და სხვაგან მოიწყონ ბუდე, რადგან მშობლიურ ბუდეზე ღირებული არაფერია ამ მზისქვეშეთში.
მე ჩემი სამშობლოს მზისქვეშეთში მინდა ცხოვრობდეს ჩემი ქართველი.
თქვენც უდაოდ ეს გესურვებათ.
დავფიქრთეთ და ერთად ამოვხსნათ საიდან მოდის არასრულფასოვნების კომპლექის დამკვიდრება და ვის აწყობს ის.
ვის სჭირდება სიღატაკით და მონობით გატეხილი ქვეყანა?!
ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 864