ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რას ფიქრობს ხალხი?!

27-09-2017, 07:37

ლესა: არჩევნებზე აუცილებლად წავალ და ჩემს ვალს მოვიხდი. მაქვს იმედი რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან არჩევნების იმედი მაქვს.სალომე მამულაშვილი, სოფელი ლესა: იმედი მაქვს, რომ ცვლილებები იქნება არჩევნების შემდეგ.ნიკოლოზ ქოიავა,ფოთი; არაფერს კარგს არ ველოდები ამ არჩევნებიდან, ან როდის იყო, რომ დანაპირებს ასრულებდნენ. არჩევნების შემდეგ, როგორც კი გაინაღდებენ თანამდებობებს, მერე ყველაფერს დაივიწყებენ. ყოველთვის ასე იყო და ახლაც ასე იქნება, რა თქმა უნდა, თვითონაც თავი უნდა დაიკმაყოფილონ, მაგრამ ხალხსაც უნდა გადმოგვხედონ. ისეთი მთვარობა მოდის, რომელსაც ხალხი არ ედარდება. დეპუტატობა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად სჭირდებათ, ამიტომ არაფრის იმედი არა მაქვს. რა გახდა ფაბრიკა-ქარხნების აშენება და ხალხის დასაქმება. ან პენსიებს მოუმატონ, ან სოციალურ დახმარებებს.ასე როგორ შეიძლება, ყველაფერი როგორ უნდა გაყვლიფონ?თეოფილე კალანდია, აბაშა: არ მივდივარ არჩევნებზე, რადგან იმედი არა მაქვს, რომ ხალხისთვის რაიმე შეიცვლება.ყველაფერი ისევ ისე იქნება, ისევ გააგრძელებენ ხალხის მოტყუებას და ბიუჯეტის თანხების თავის სასარგებლოდ ხარჯვას. ისევ დაირიგებენ მაღალ ხელფასებს, ისევ გამოიწერენ პრემიებს. ხალხს კი ისევ თვალში ნაცარს შეაყრიან, რომ გაინაღდებენ ადგილებს. მერე ვინღას გაახსენდები? მაგრამ ხალხის ბრალია ყველაფერი, ერთიანობა არ არის, ყველა უკმაყოფილოა, თუმცა ერთიანი ძალით არ ებრძვიან უსამართლობას, ამიტომ არაფერიც არ იქნება. ხალხი ფეხზე უნდა დადგეს და ერთიანი ძალით უნდა ვაიძულოთ მთავრობა, რომ ხალხს მეტი ყურადღება მიაქციოს.რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები