შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ სხვა შინამეურნეობის წევრებს, ან რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ", - აღნიშნულია "საქასტატის" ვებ-გვერდზე დასაქმების დათვლის მეთოდოლოგიაში.უფრო კონკრეტულად კი, დასაქმებულად ითვლება არა მხოლოდ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დაქირავებით დასაქმებულია კერძო ან სახელმწიფო სექტორში და იღებს გასამრჯელოს ხელფასის სახით, აგრეთვე მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც მოგების, შემოსავლის (ფულით ან ნატურის სახით) ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზნით ეწევა გარკვეულ საქმიანობას. ანუ, თვითდასაქმებულებიც უმუშევრობას ამცირებენ.თვითდასაქმებულად კი ითვლება ადამიანი, რომელიც საკუთარ საწარმოში ან საკუთარ მეურნეობაში მუშაობს და გააჩნია საკუთარი შემოსავალი. "შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის შესაბამისად, იმისათვის, რომ ადამიანი ჩაითვალოს დასაქმებულად, არ არის აუცილებელი რომ მას ჰქონდეს ხანგრძლივვადიანი შრომითი ხელშეკრულება ან დაქირავებული იყოს ვინმეს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქმებულთა გარკვეული ნაწილის სოციალური მდგომარეობა სახარბიელო არ არის და შესაძლოა ისინი ეძებდნენ დამატებით სხვა სამსახურს, ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიის თანახმად, თუ ადამიანი საკუთარი შრომით შემოსავალს იღებს ის დასაქმებულად უნდა ჩაითვალოს" - აღნიშნულია "საქასტატის" ვებ-გვერდზე დასაქმების დათვლის მეთოდოლოგიაში.თვითდასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია სოფლად, საკუთარ ფერმერულ (გლეხურ) მეურნეობაში. მაგალითად, აქვს მიწის ნაკვეთი ან ჰყავს პირუტყვი, რომლიდან მიღებულ პროდუქციას იყენებს როგორც საკუთარი მოხმარებისათვის, ასევე გასაყიდად.გასაგებ ენაზე, რომ ავხსნათ ადამიანი, რომელიც სოფლად ცხოვრობს ითვლება დასაქმებულად, რადგან როგორც წესი სოფელში მიწის მცირე ნაკვეთი მაინც (დარეგესტრირებული თუ უბრალოდ სარგებლობაში) ყველას გააჩნია, შესაბამისად ეს მოქალაქეები თვითდასაქმებულებად ითვლებიან. ამას ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს, როდესაც ქალაქებში და განსაკუთრებით დედაქალაქში უმუშევრობა ბევრად მაღალია ვიდრე ნებიმიერ რეგიონში. ასე მაგალითად, 2016 წლის მონაცემებით თბილისში უმუშევრობის დონე 22%-ია, მაშინ როცა კახეთში 5,4%, ხოლო სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და მცხეთა მთიანეთში ერთად 4,1%. აქვე ინფორმაციისთვის უნდა აღინიშნოს, რომ 5%-იანი უმუშევრობა ძალიან კარგ მაჩვენებლად ითვლება, რადგან სრული დასაქმების მიღწევა ბუნებაში პრაქტიკულად შეუძლებელია. დასაქმების ოფიციალური სტატისტიკას რომ ნაკლოვანებები გააჩნია ამას სიღარიბის მაჩვენებელიც ნათლად წარმოაჩენს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში უმუშევრობა ყველაზე მაღალია რეგიონებში და ზოგადად ქალაქში დასაქმებულთა პროცენტული მაჩვნებელი უარესია ვიდრე სოფლად, სიღარიბის მაჩვენებელი აბსოლუტურად საპირისპიროა. ანუ, სოფლად სიღაღიბე უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქად. თუ 2004 წელს საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 32% იყო (ქალაქი – 32%; სოფელი – 33%) 2016 წლისთვის ეს მაჩვენებელი 21%-მდე შემცირდა, თუმცა უმეტესწილად ქალაქად მდგომარეობის გამოწორების შედეგად. ასე მაგალითად, გასული წლის მონაცემებით სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი ქალაქად –16,9%-ს შეადგენდა, ხოლო სოფლად 25%-ს.რა თქმა უნდა სიღარიბე უმეტესწილად გამოწვეულია უმუშევრობით, თუმცა ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს თვითდასაქმებულთა დაბალი შემოსავლები, რადგან როგორც მონაცემებიდან ჩანს რეგიონებში არსებული დაბალი უმუშევრობის მიუხედავად სოციალური ფონი კვლავ მძიმეა. ბოლო წლებში, სიღარიბის მაჩვენებლის გამოსწორება უმეტესწილად თბილისის ხარჯზე მოხდა, სადაც მიუხედავად 22%-იანი უმუშევრობისა სოციალური დახმარების მთხოვნელთა რიცხვი დაბალია, სხვა რეგიონებთან შედარებით.დღესდღეობით, ქვეყანაში ღარიბთა დაახლოებით 2/3 სოფლად ცხოვრობს. ქალაქ თბილისსა და სამცხე-ჯავახეთზე სოციალურად დაუცველი ოჯახების ყველაზე ნაკლები წილი მოდის, ხოლო შიდა ქართლზე – ყველაზე დიდი. ქალაქ თბილისში საარსებო შემწეობას პროცენტულად ყველაზე ნაკლები ოჯახი იღებს, სამცხე-ჯავახეთის შემდეგ, რომელთაც აჭარა და ქვემო ქართლი მოყვება. რეგისტრირებულ ღარიბთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ძირითადად, მთიან და ეკონომიკურად სუსტ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთზე, ასევე შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთზე.მაგრამ თუ უფრო დეტალურად ჩავხედავთ, თითქმის ყველა რეგიონში როგორც სოციალური დახმარების მსურველთა ისე მიმღებთა რაოდენობა, ბევრად მაღალია სოფლად ვიდრე ქალაქად. მიუხედავად იმისა, რომ სოფლად მცხოვრებლები უმეტეს შემთხვევაში თვითდასაქმებულებად ითვლებიან, სოციალურ დახმარებას კვლავ ითხოვენ. ანუ, მათი შემოსავლები არ არის საკმარისი.საყურადღებოა, რომ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მოსახლეობის 40% სოციალურ დახმარებას იღებს, მაშინ როცა ოფიაციალური სტატისტიკით 2016 წლის მაჩვენებლებით ამ რეგიონში, რომელიც იმერეთთან ერთად ითვლება უმუშევრობა 10,8%-ის დონეზეა. იგივე პარადოქსული სიტუაცია გვაქვს შიდა ქართლის შემთხვევაშიც, სადაც მთელი მოსახლების 36% ითხოვს დახმარებას, რომელთაგან 18,6%-იღებს სოციალურ შემწეობას. დასაქმების სტატისტიკით კი შიდა ქართლში უმუშევრობა 9,2%-ია. ასეთი პარადოქსული სიტუაცია გვხვდება თითქმი ყველა რეგიონში, სადაც ბევრია დასაქმებული ღატაკები.რაც შეეხება ოფიციალურ მაჩვენებლებს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის დასაწყისის მდგომარეობით საქართველოში შემოსავლების განაწილების კუთხით შემდეგი მდგომარეობაა: დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები და მოზარდები ყოველთვიურად 900 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეეები და თვითდასაქმებულები – 1 154 000 მოქალაქე. მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა – 102 000 მოქალაქ; 6-18 წლამდე მოზარდები – 503 000 მოქალაქ; 0-5 წლამდე ბავშვები; სტუდენტები; პენსიონერები; შშმ პირები; პედაგოგები; სოციალურად დაუცველები – 1 700 000-მდე მოქალაქე; მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებიმოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია – 32 000 მოქალაქე;მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს – 300 000 მოქალაქე;საქართველოს მოსახლეობის სრულ ოდენობად აღებულია 3,791 000 პირი.მოკლედ, რომ შევაფასოთ პროცენტულ ჭრილში, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 0,8%-ს აქვს წელიწადში 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი. ხოლო მოსახლეობის მხოლოდ 8,7%-ს გააჩნია ყოველთვიურად 900 ლარზე მეტი შემოსავალი. აქვე აღსანიშნავია, რომ 2017 წლის I კვარტლის მონაცემებით საქართველოში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანზღაურება 1024 ლარია. ანუ, მოსახლეობის მხოლოდ 8,7%-ს აქვს საშუალო ხელფასთან მიახლოებული და მასზე მაღალი შემოსავალი ყოველთვიურად. ხოლო თუ დასაქმებულთა რაოდენობას შევადარებთ, მაშინ ასეთ სურათს მივიღებთ. 2016 წლის მონაცემებით საქართველოში სულ 1,998 მილიონი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ძალა) არის, რომელთაგან დასაქმებულია 1,7633 მლნ. კაცი, ხოლო უმუშევარი 235 ათასი მოქალაქე. გამოდის, რომ საქართველოში დასაქმებულთა მხოლოდ 18,8%-ს აქვს თვეში 900 და უფრო მეტი შემოსავალი. ანუ, დასაქმებული მოქალაქეები 4/5-ის შემოსავალი ქვეყნის საშუალო ხელფასზე ნაკლებია.დასკვნის ნაცვლადსაქართველოში სიღარიბე რომ მწვავე პრობლემაა, ეს არავისთვისაა ახალი. ხელისუფლების ერთ-ერთი მთავრი დაპირებაც სწორედ ინკლუზიური განვითარებაა, ანუ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისგან მიღებული სარგებელი საზოგადოების ყველა სოციალურ ფენამ რომ მიიღოს. თუმცა, სტატისტიკაში არსებული ხარვეზები ზუსტი სურათს არ გვაძლევს და შესაბამისად არ ხდება საჭირო პოლიტიკის გატარებაც. დღეის მდგომარეობით მოსახლეობის 80% საშუალოზე დაბალ ფენას მიეკუთვნება, მათი შემოსავლების რანჟირებიდან გამომდინარე. ქვეყნის განვითარებისთვის, როგორც ეკონომიკურად ისე დემოკრატიული კუთხით აუცილებელია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ საშუალო ფენას შეადგენდეს. ქვეყანაში მიღებული სარგებელი მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილის ჯიბეში მიდის. მერაბ ჯანიაშვილი ანალიტიკოსი
განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0