ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ძლიერი ხანძარი სოფელ ჭანჭათში

20-01-2021, 12:13

4 იანვარს, ძლიერი ხანძარი იყო სოფელ ჭანჭათის ტერიტორიაზე, რომელსაც სახანძროძლიერი  სამაშველო ჯგუფები 2 საათის მანძილზე აქრობდნენ,  ჩვენ დავუკავშირდით, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის სოფელ აკეთში მანუჩარ ღლონტს, მისი ინფორმაციით აკეთის თემის, სოფელ ჭანჭათში ხანძრის ორი კერა დაფიქსირდა, სოფელ ჭანჭათში ,,მეგობრობის წყაროს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლი ეკიდა გაველურებულ ჩაის პლანტაციას, ეკალბარდებს და თხილის ხეებს. ხანძარი გავრცელდა 1 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, იგი დასახლებულ პუნქტებს არ შეხებია.  სახანძრო სამაშველო ჯგუფები ლანჩხუთიდან და ჩოხატაურიდან ხანძრის კერებს 2 საათის მანძილზე აქრობდნენ, ამჟამად ხანძარი ჩამქრალია.

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით:
გურიაში ხანძრის 7 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია. 
კერების უმრავლესობაზე ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდს და მინდორს. ასევე, დაფიქსირდა ტყის ქვედა საფარის ხანძარიც. ამ დროისთვის, აღნიშნული ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე იყო საფრთხე მინდვრიდან ხანძარი საცხოვრებელ სახლს ან ტყის მასივს გადადებოდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის თავიდან არიდება შეძლეს. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. 
მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 882
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა