ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სტიქიამ გვიმბალაურში 5 ოჯახი დააზარალა

სტიქიამ გვიმბალაურში 5 ოჯახი დააზარალა
1-11-2016, 00:00

გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ჯუნეწერში ხუთი ოჯახი სერიოზულად დააზარალა. ქარმა საცხოვრებელ სახლებს შიფერის სახურავები გადააძრო, ფესვებიანად მოთხარა ხეები. დაზიანდა თორნიკე სარჯველაძის, ნათელა ბარამიძის, მაყვალა ბარამიძის, ოთარ იმნაძისა და მაგული ბარამიძის (კვაჭაძე) ოჯახები. `ჰო და არასთან~ საუბარში ერთ-ერთი დაზარალებული თამარ რუსია ამბობს, რომ ძლიერი სტიქია უცებ დაატყდა 5 ოჯახს თავს. `იმ დროს სახლში არ ვიყავი, არჩევნების დღე იყო და საარჩევნო უბანზე გახლდით. ბავშვებმა მითხრეს თუ რაც ხდებოდა. როგორ მათგან გავიგე, უცებ ძლიერი ქარი ამოვარდნილა, სულ ზანზარი გაჰქონდა თურმე სახლს. ხე მოთხარა, რომელიც სახლს კუთხეს დაეცა. ამას გარდა აივანზე არსებული შიფერი მთლიანად მოხადა სახურავს. დამიზიანა ნალია, რომელიც პრაქტიკულად ქარბორბალამ ჰაერში აიტაცა. ჩამსხვრეულია მინები. 5 ოჯახს დაგვატყდა ეს სტიქია თავს. იმედია, შესაბამისი სამსახურები დაგვეხმარებიან. სტიქიის შემდეგ მალევე მოვიდნენ და აღწერეს რაც ხდებოდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ერთი ოჯახია. იქ პირველ სართულზეც ისევე წვიმს, როგორც გარეთ,~ _ გვითხრა ქალბატონმა თამარმა. `ჰო და არას~ გამგეობიდან აცნობეს, რომ სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა გამგეობის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები. ასევე გამგეობაში შეიქმნა შტაბი, რომელიც სწავლობს აღნიშნულ მდგომარეობას და ითვლის ზარალის ოდენობას.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები