ოჯახი სოციალურად დაუცველია, იღებენ პენსიასაც, თუმცა იმდენად ხშირად სარგებლობენ ექიმების კონსულტაციებით, მედიკამენტებით, რომ თანხა მაინც არ ჰყოფნით. მათი მთავარი პრობლემა კვება და თავის გატანა არ არის. ისინი თითქმის ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ, თუ გარეთ წვიმს, მათთანაც წვიმს და თუ თოვს მათთანაც თოვს . ოჯახი გასულ წელს საკუთარი სახსრებით იხდიდა სახლის ქირას და ლანჩხუთში ცხოვრობდნენ, მაშინ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ სიტუაციაში გაერკვეოდნენ და პრობლემას მოაგვარებდნენ. როგორც აღმოჩნდა, მაშინ მარგალიტაძეებს შესაბამისი საბუთები არ ჰქონდათ შეგროვებული, რათა ქირავნობის პროგრამაში ჩართულიყვნენ. თუმცა, ამისთვის არსებობს სახელმწიფო სამსახურები და იმისთვის იღებენ მაღალ ხელფასებს, რომ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს დაეხმარონ. საბოლოოდ ოჯახი ნინოშვილში დაბრუნდა და დანგრეულ, გაუბედურებულ სახლში აგრძელებენ ცხოვრებას. იმის გამო, რომ სახლში მუდმივად ცივა, დგება წყალი და ქარი ქრის, ოჯახის ყველა წევრს შერყეული აქვს ჯანმრთელობა. იძულებულნი არიან, რომ სამმი ბავშვი ერთ საწოლში მოათვსონ. საოცრად დამთრგუნველია ამ ბავშვების ასეტ მდგომარეობაში ხილვა. როგორც მარგალიტაძეები აცხადებენ, მათ ადგილობრივი ალეკო ჩხარტიშვილი ეხმარებათ ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაში და სანამ ალტერნატიული ფართი გამოუჩნდებათ, შიშ-კანკალში აგრძელებენ ცხოვრებას. ,,ჰო და არა“დაუკავშირდა ნინოშვილის თემის მაჟორიტარ დეპუტატს დავით ჩხარტიშვილს, რომელიც მარგალიტაძეების ოჯახთან დაკავშირებით შემდეგ განცხადებას აკეთებს: ,,გეთანხმებით, რომ სახლი ძალზედ ცუდ მდგომარეობაშია და იქ ცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ შევძელით ამ ოჯახის გადაყვანა ალტერნატიულ ფართში, ვინაიდან არ აღმოჩნდა არავინ ისეთი, ვისაც სახელმწიფო ქირას გადაუხდიდა და მარგალიტაძეებს შეუშვებდა. ჩვენ არ შეგვიძლია ვინმეს დავაძალოთ და ოჯახი ისე შევასახლოთ. კარგად მოგეხსენებათ, რამდენი დაკეტილი სახლია, რამდენი ადამიანისთვის არის ხელსაყრელი ქირის აღება სახლიდან, რომელსაც პრაქტიკულად არ ხმარობს, მაგრამ, ჩვენდა გასაოცრად არავინ გამოთქვა სურვილი, ეს ოჯახი ქირით შეეშვა. სანამ ამ პრობლემას მოვაგვარებთ, მანამდე სახლი ჩავსვით გადახურვის პროგრამაში, ღვთის წყალობით ვიპოვით სახლს, სადაც შევუშვებთ ამ ოჯახს და შემდეგ, ეტაპობრივად მოვახერხებთ მათი მშობლიური სახლის შეკეთებას ისე, რომ იქ ცხოვრება შეიძლებოდეს, სახლის მდგომარეობიდან გამომდინარე ეს რთული იქნება, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელია. არის კიდევ ერთი პრობლემა, ამ ოჯახს ნინოშვილიდან შორს წასვლა არ უნდა, ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ადგილზე მოვახერხოთ მათი დროებითი ჩასახლება. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მათი საცხოვრებელი პირობები გავაუმჯებესოთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ოჯახიც შეგვიწყობს ხელს მუშაობაში და პრინციპულ პოზიციებს არ აირჩევს.“ ,,ჰო და არა“ მიადევნებს თვალს ამ ოჯახის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს! თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0