ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ფულადი გზავნილებიც დაიბეგრება?!

ფულადი გზავნილებიც დაიბეგრება?!
12-02-2018, 11:10

"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი აღარ ითვლება საფინანსო სექტორის დამოუკიდებელ სუბიექტად. რაც შეეხება აღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებს, მათ, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, 2018 წლის 12 ივლისამდე უნდა უზრუნველყონ საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად დარეგისტრირება ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან (მათ შორის, კომერციულ ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან) საგადახდო მომსახურების აგენტის ხელშეკრულების გაფორმება. ზემოაღნიშნული 6 თვიანი ვადის ამოწურვამდე კი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას” - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.,,ჰო და არა“ წერდა მიგრაციის პრობლემებზე, მის მასშტაბებზე და საფრთხეებზე. ჩვენ ვწერდით: ,,საქართველოში მიგრაციის პრობლემა დიდი ხანია დგას, თუმცა საშიში ფორმები ბოლო წლებში მიიღო. საგანგაშო ინფორმაციებს ავრცელებენ სხვადასხვა დემოგრაფიული ფონდები. მათი კვლევების შედეგად ირკვევა, რომ 2002 წლიდან დღემდე მოხდა საქართველოს მოსახლეობის 15-პროცენტიანი კლება, კონკრეტული ციფრები კი ასეთია – იყო 4 371 535 და დღეის მდგომარეობით დაახლოებით 3 713 800 ადამიანია ქვეყანაში. `ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის~ მტკიცებით, თუ მოვლენები ისევე წარიმართა, როგორც ბოლო 20 წელიწადში, ან გაუარესდა, მაშინ 2050 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 3 მილიონს ჩამოსცდება და დაახლოებით 2 985 000 შეადგენს. გაეროს უმაღლესი კომისარიატის დასკვნაში წერია, რომ საქართველო პირველ ადგილზეა საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლის მსურველთა ზრდის ტემპით. რა თქმა უნდა, მიგრაციის ზრდა უკავშირდება ქვეყანაში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტებს, ეკონომიკურ-სოციალურ პრობლემებს, ფსიგოლოგიურად მძიმე პირობებს. ხელისუფლებათა არაეროვნული მიდგომა, უგულისყურობა, სამუშაო ადგილების ვერ(არ) მიცემა, აიძულებს ჩვენს თანამემამულეებს უარი თქვან თავიანთ სამშობლოზე და გაურკვეველი დროით გადაიხვეწონ უცხოეთში, მოითხოვონ თავშესაფარი და ეძებონ სტაბილური სამუშაო.“ როდესაც ქვეყანაში ასეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და ხალხი უკანმოუხედავად გარბის, რათა ოჯახები არჩინონ, მინიმუმ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა, როდესაც ამ ადამიანებს დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს აკისრებ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი თავხედური ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან დიდი ხანია არ გადადგმულა, აკეთებენ რაც უნდათ იმას და როცა უნდათ. ეს ჯერჯერობით არაკონსტიტუციურია, ვინაიდანპირი რომელიც არ ეწევა საქართველოს ტერიტორიაზე მეწარმეობას ან/და არ იღებს სარგებელს ან/და ამაში არ იყენებს სახელმწიფოს რაიმე რესურსს და ზოგადად სახელმწიფოს მიზეზით სადღაც გაიხვეწა, არაა ვალდებული სახელმწიფოს წინაშე...თუმცა, ეს რა პრობლემაა დღევანდელი ხელისუფლებისათვის, ვერ შეიტანს კონსტიტუციაში ცვლილებას თუ ვინმე შეეწინააღმდეგება? ქვეყნის ,,განვითარება“ ასე თუ გაგრძელდა, მალე მოსახლეობის 15%-იან კლებას კი არ მივიღებთ, არამედ 75%-იანს! თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები