4 იანვარის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან გაუფასურდა 3.3028 ლარამდე. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2766 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -2.62 თეთრი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციითვე, დღეს ლარი ევროსთანაც გაუფასურდა 4.0605 ლარამდე. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0233 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.72 თეთრი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ვალუტა თურული ლირის და ფუნტის მიმართაც გაუფასურდა, შესაბამისად, 0.4479 და 4.5209 ლარამდე.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 5 იანვარიდან შევა ძალაში.
ლარი დოლართან 2.62 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 3.72 თეთრით

განყოფილება: ---
გადასვლები: 928